დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

„გამოდის, რომ სრულად ეთანხმებიან სტალინის თეზას - ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, მილიონების - სტატისტიკა?!“ 12.02.2020 02:25

ბლოგერი ნინო ხაჩიძე სოციალურ ქელში პოსტს აქვეყნებს და ქართულ პოლიტიკაში ლოგიკისა და ზნეობის დეფიციტზე მიანიშნებს: 

 

„ოპოზიციის წარმომადგენლები, ნათელაშვილი, ელისაშვილი, ბურჯანაძე, სანიკიძე, ბესელია, უსუფაშვილი (აღარ ჩამოვაგრძელებ, ისედაც იცით), რომლებიც ახლა ამბობენ, რომ სააკაშვილია მხსნელი და მერე რა, თუ ის ადრე დანაშაულებრივად მართავდაო, გამოდის, რომ სრულად ეთანხმებიან სტალინის თეზას - ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედია, მილიონების სტატისტიკა?! არადა - ზუსტად ასე გამოდის! სხვათა შორის, ზემოთქმული ნიშნავს იმასაც, რომ მომავალში იტყვიან, ივანიშვილია მხსნელი და მერე რა, თუ მანამდე ხეგლეჯია ფეოდალი იყოო. არისტოტელე, მეგობარო - გთხოვ, სიზმრად მაინც ეზმანე ამ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს და მცირე მასტერკლასი ჩაუტარე ლოგიკაში!“, წერს ნინო ხაჩიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ