დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

"სად ვიყავით ჩვენ, როცა ბოკერიამ საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მანდატი ჩაიდო ჯიბეში?" 13.02.2020 13:12

“როდესაც ვკითხულობ ფრაზებს – სად იყო გვარამია, სად იყვნენ არასამთავრობოები, სად იყო სახალხო დამცველი ლომჯარია დ.ა.შ. ძალიან გულუბრყვილო მოთხოვნად მიმაჩნია. მოდით და ჯერ ამ შეკითხვებს ჩვენს საკუთარ თავთან გავცეთ პასუხი. დავრჩეთ ორი წუთით მარტო, აივანზე გავიდეთ, აბაზანაში ჩამოვჯდეთ და საკუთარ თავს ვკითხოთ – სად ვიყავით ჩვენ, როცა ბოკერიამ საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მანდატი ჩაიდო ჯიბეში? როცა ვინმე გვარამია დედას გვაგინებდა?” – ამ შინაარსის პოსტს აქვეყნებს ჟურნალისტი, გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.

შეიძლება ამ პოსტის დასაწყისი საკმაოდ ცუდად ხმიანდებოდეს, მაგრამ აუცილებლად უნდა დავწერო.


როდესაც ვკითხულობ ფრაზებს – სად იყო გვარამია, სად იყვნენ არასამთავრობოები, სად იყო სახალხო დამცველი ლომჯარია დ.ა.შ. ძალიან გულუბრყვილო მოთხოვნად მიმაჩნია.


პასუხი ძალიან მარტივია – სად იყვნენ და იქ. იქ, იმ ჯალათებთან, იმ მკვლელებთან, იმ ნაძირალებთან!!!
ისინი ყოველთვის იქ იყვნენ და მუდამ იქ დარჩებიან.


დარჩებიან რადგანაც მათი მენტალიტეტი, მათი “ადგილი მზის ქვეშ” სწორედაც ამ ძალადობის, ამ აგრესიული ლიბერალიზმის, ამ მარაზმის სხივების ქვეშაა.


დღეს იმის დამუნათება, თუ სად იყო ვინმე ოთოკახიძე, ვინმე კაპიტანიგიგაური, ვინმე სალაძე დ.ა.შ უაზრობაა.
ისინი იყვნენ იქ, სადაც უნდა ყოფილიყვნენ!


იყვნენ და არიან.


სად ვიყავით ჩვენ, როცა ვინმე კოჟორიძე საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი გახდა?
სად ვიყავით ჩვენ, როცა თინა ხიდაშელი საქართველოს თავდაცვის მინისტრი გახდა?
სად ვიყავით ჩვენ, როცა ბოკერიამ საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მანდატი ჩაიდო ჯიბეში?
სად ვიყავით ჩვენ, როცა ვინმე გვარამია დედას გვაგინებდა?


გავაგრძელო?


მოდით და ჯერ ამ შეკითხვებს ჩვენს საკუთარ თავთან გავცეთ პასუხი. დავრჩეთ ორი წუთით მარტო, აივანზე გავიდეთ, აბაზანაში ჩამოვჯდეთ და საკუთარ თავს ვკითხოთ – სად ვიყავით ჩვენ!!! (კითხვის ნიშნის ნაცვლად, სამი ძახილის ნიშანი დავსვი!)
სად ვიყავით ჩვენ და რას ვაპირებთ?
აი ეს ყველამ თავად უნდა გადავწყვიტოთ.


მე პას!


როგორც ყოველთვის -“ვეთანხმები გამყრელიძის”, ანუ თქვენს დასკვნას 
– წერს ჟურნალისტი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ