დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

"ერთადერთი რაც ნაციონალურ მოძრაობას და მის სატელიტებს არ აწყობთ ფაქტების დადგენაა, რადგან ფაქტები ყოველთვის მათ საწინააღმდეგოდ მოქმედებს" 13.02.2020 15:25

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღეს ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ფაქტების დამდგენი მისიის საქართველოში მოწვევის თაობაზე და განაცხადა, - „ფაქტიურად, გადაწყვეტილია, რომ ჩვენი მოწვევით ფაქტების შემსწავლელი მისია საქართველოში ჩამოვა. ამ ფაქტმა პანიკაში ჩააგდო „ნაციონალური მოძრაობა" თავისი ყველა სატელიტით. დღეს, ნახეთ მათი განცხადებები. მათი პათოსი, პანიკური გამოვლინებები, რაც მათ განცხადებებზე აისახა, იმას ნიშნავს, რომ ერთადერთი, რაც „ნაციონალურ მოძრაობასა" და მის სატელიტებს არ აწყობს, ეს არის ფაქტის დადგენა, რადგან ფაქტები ყოველთვის მათ საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

 

„რუსთავი 2"-ის შემთხვევის დროს ფაქტები სხვაგან იყო და მათი შეფასებები სხვაგან, სტრასბურგმა კი თქვა, რომ „რუსთავი 2"-ის მაშინდელი მენეჯმენტი - ნიკა გვარამია, „ნაციონალური მოძრაობა" და ბათუ ქუთელიები, არასამთავრობო სექტორის ნაწილი იტყუებოდნენ. ამის შემდეგ ეუთო-ოდირის დასკვნა იყო, სადაც თქვეს, რომ ეს ის ადგილი არ არის, სადაც დადგინდება ნორმის კონსტიტუციურობა, რაზეც ასევე იტყუებოდნენ. ახლა უკვე ფაქტის წინაშე დადგნენ, რომ შეიძლება, ფაქტების შემსწავლელმა მისიამ, ევროპარლამენტმა დაადგინოს, რომ ისევ იტყუებიან. მათი განცხადებებიც აქედან გამომდინარეობს", -  განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ