დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

EuCham-ის ყოველწლიურ კვლევაში "საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესისათვის" საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია - მან „ყვითელი“ ზონიდან „მწვანე“ ზონაში გადაინაცვლა 13.02.2020 20:58

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი EuCham-ის ყოველწლიურ კვლევის შედეგებს აქვეყნებს, სადაც საქართველო მნიშვნელოვნად დაწინაურდა საუკეთესო ბიზნესგარემოს თვალსაზრისით:   

 

EuCham-ის ყოველწლიურ კვლევაში "საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესისათვის" საქართველო, ევროპის საუკეთესო ოცეულში 70 ქულით მე-18 ადგილზე გავიდა და ე.წ . „ყვითელი“ ზონიდან „მწვანე“ ზონაში გადაინაცვლა. ზედიზედ მესამე წელია, საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში პირველ ადგილზეა! EuCham-ის მონაცემებით, პირველ ადგილზე დანიაა; მას მოსდევს შვედეთი და ნორვეგია. ბოლო - 46-ე ადგილს უკრაინა იკავებს. საქართველოს რეგიონში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს, ხოლო მეზობელი ქვეყნებიდან თურქეთი 35-ე ადგილზეა, სომხეთი - 33-ზე, რუსეთი - 43-ზე, აზერბაიჯანი კი - 41-ზე. რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის 14 სახელმწიფოს: პორტუგალია, სლოვენია, ლატვია, პოლონეთი, ჩეხეთი, კვიპროსი, იტალია, სლოვაკეთი, ხორვატია, მალტა, უნგრეთი, რუმინეთი, საბერნეთი, ბულგარეთი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ