დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

„ის, რომ ვინმე პოლიტიკური ნიშნითაა დაკავებული, ეს ცვლილება ჩავარდა და ამის გამო, "ნაციონალურ მოძრაობამ", პარტნიორი კოლეგების მეშვეობით, ეს ცვლილება ჩააგდო" 13.02.2020 21:23

მათ უნდა ესმოდეთ, რომ ასეთი დოკუმენტები და მისი ჩავარდნა აზიანებს არა "ქართულ ოცნებას" არამედ ქვეყანას ,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტში, ასოცირების კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებული განცხადების პროექტის ჩაგდებას. მდინარაძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყნის წინააღმდეგ იბრძვის. "მინდა გამოვეხმაურო ასოცირების კომიტეტთან დაკავშირებულ საკითხს, სადაც 5-ი 6-ის წინააღმდეგ ერთ -ერთი მიმდინარე დეკლარაცია არ იქნა მხარდაჭერილი. თავდაპირველი ტექსტი იყო და არის საქართველოს მხარდამჭერი. ამის შემდეგ "ნაციონალური მოძრობა" ცდილობდა, ევროპის სახალხო პარტიის მეშვეობით ტექსტში შესულიყო ნეგატიური ცვლილებები, რომელიც შეეხებოდა გიგი უგულავას საქმეს, 20 ივნისის საქმეს და ა.შ. ეს თავის მხრივ,კომიტეტის მიერ არ იქნა მხარდაჭერილი. იმის გამო, რომ ეს ქვეყნისთვის ნეგატიური შესწორებები არ იქნა შეტანილი, ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლების ნაწილმა მხარი არ დაუჭირეს და 6-ი 5-ის წინააღმდეგ დეკლარაცია არ იქნა მიღებული. ის, რომ ვინმე პოლიტიკური ნიშნითაა დაკავებული, ეს ცვლილება ჩავარდა და ამის გამო, "ნაციონალურ მოძრაობამ", რომელსაც შეეძლო მხარდაჭერა გამოეცხადებინა ამ დოკუმენტის მიმართ, ჩააგდო თავისი პარტნიორი კოლეგების მეშვეობით ეს ცვლილება",- განაცხადა მდინარაძემ.

 

მისივე თქმით, აღნიშნული ქვეყანას ბევრს ვერაფერს დააკლებს. "ჩვენ გვახსოვს ვიზალიბერალიზაციის მიღების დროსაც ასეთი საბოტაჟი მათი მხრიდან, თუმცა ვიზალიბერალიზაცია მაშინ მაინც მივიღეთ.აქედან გამომდინარე, ეს მიმდინარე საკითხი საბედნიეროდ პრობლემას ვერ შექმნის და ამით ვერ გაიხარებს "ნაცმოძრაობა" და საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ შემდეგ შეფასდება ქართული საზოგადოების მიერ. ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა არის ბოროტება და ქვეყნის ღალატი. ეს იქნებ გაითავისონ და სხვა დროს შეეცადონ, რომ ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებები არ განახორციელონ, მხოლოდ იმიტომ, რომ "ქართული ოცნება" დააზიანონ. ამით არც "ქართული ოცნება" ზიანდება საბოლოო ჯამში და არც ქვეყანა საბედნიეროდ, მაგრამ ისინი ასე იქცევიან",- განაცხადა მდინარაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ევროპარლამენტმა „ოცნების“ მომზადებული განცხადების პროექტი ჩააგდო. როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე აცხადებს, „ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა და „ქართული ოცნების“ სრული კრახი“.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ