დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის КГБ სოფელ წნელისთან საქართველოს შსს-ს ქვედანაყოფის გააქტიურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს 13.02.2020 22:09

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის КГБ 2020 წლის თებერვლიდან სოფელ წნელისთან საქართველოს შსს-ს ქვედანაყოფის გააქტიურების შესახებ იუწყება. დე ფაქტო უწყების ცნობით, აღნიშნული გამოიხატება ყოველდღიურ პატრულირებაში პოლიციის გაძლიერებული განაწესით, სათვალთვალო პოსტების საიჟინრო მოწყობის გაგრძელებაში და უპილოტო საფრენი აპარატებით ოპტიკური და საჰაერო დაზვერვაში. ამის შესახებ დეფაქტო უწყებაზე დაყრდნობით სააგენტო „რესი“ იუწყება. „განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლება ავლენს პათოლოგიურ ქმედუუნარობას, მოიძიოს და იპოვოს კომპრომისული საგარეოპოლიტიკური გადაწყვეტილებები, ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების ფონზე და განსაკუთრებით ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მოსაზღვრე საქართველოს რაიონებში“ ,- ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ