საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, დელეგაციასთან ერთად, მიუნხენის უსაფრთხოების 56-ე კონფერენციის გახსნას დაესწრო. კონფერენციის გახსნითი სესიის მონაწილეებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ ვოლფგანგ იშინგერმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა სიტყვით მიმართეს. მიუნხენი, უსაფრთხოების 56-ე კონფერენციაზე, მსოფლიო პოლიტიკურ ლიდერებს, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს 14-16 თებერვალს მასპინძლობს.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge