დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„ხორავას ქუჩის საქმეზე მართლმსაჯულების პროცესი მართლმსაჯულების გზით უნდა წასულიყო - ეს არის იმის ახსნა, თუ რატომ მივიღე გადადგომის გადაწყვეტილება“ 17.02.2020 20:14

ხორავას ქუჩის საქმეზე არანაირი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ ამიღია და არ მქონია, რადგან პოლიტიკური თანამდებობის პირი არ ვყოფილვარ ,- ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. შოთაძის განმარტებით, მთავარ პროკურორს არანაირი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ გააჩნია. “უპირველეს ყოვლისა, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე არანაირი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ ამიღია და არ მქონია, რადგან პოლიტიკური თანამდებობის პირი არ ვყოფილვარ. მე ვიყავი მთავარი პროკურორი და შესაბამისად, მთავარ პროკურორს არანაირი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ გააჩნია. რაც შეეხება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს, არაერთხელ განვმარტე ის მიზეზები, თუ რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება ამ მართლაც მძიმე საქმეზე მძიმე სიტუაცია იყო შექმნილი. საზოგადოებაში ამ საქმის მიმართ გარკვეული კითხვები იყო. ირაკლი შოთაძეს არანაირი დაინტერესება არ ჰქონია, რომ რომელიმე თანამდებობას ჩასჭიდებოდა. ჩემთვის თანამდებობები მეორეხარისხოვანია და არის შესაძლებლობა, რომ ჩემს ქვეყანას ვემსახურო. როგორც ამას ვაკეთებდი მაშინ, როდესაც სახელმწიფო სამსახურში მუშაობა დავიწყე, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი. ასევე იმ დროს შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, როდესაც პოლიტიკური ჯგუფები ამ საქმეს, ამ მართლაც დიდ ტრაგედიას, პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდნენ, ჩავთვალე, რომ ეს იყო შესაძლებლობა, ამ პროცესზე მართლმსაჯულების პროცესი მართლმსაჯულების გზით წასულიყო. ეს არის იმის ახსნა, თუ რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. არაერთხელ ვთქვი, რომ ამ გადაწყვეტილებას არ ვნანობ. ასევე ბევრ სპეკულაციას ვისმენ იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი გადადგომის შემდგომ, საქმესთან დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღეს, ამაზე განმარტება არაერთხელ გავაკეთე“,-განაცხადა შოთაძემ.

 

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატის განმარტებით, მისი მთავარი ამოცანაა, ხორავას ქუჩის საქმეზე „მართლმსაჯულების აღსრულებას ხელი მაქსიმალურად შეუწყოს“.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ