დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

„სანამ ჩუგომ ორი ყავა დალია, მე ოთხი ევროპელი საჭირო ადამიანი გავიცანი“ 17.02.2020 23:35

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ხელისუფლების სუსტ პიარზე საუბრობს:

 

„PR-სა და ლობისტობაზე: ბევრ თემას მემუარებისთვის ვინახავ, ზოგიერთს გიზიარებთ. შარშანდელი, ბათუმის ზაფხულის ევროკავშირის კონფერენცია მახსენდება. პანელებს შორის, ლანჩისა და ყავის შესვენებებია, ამ დროს და ასეთ ფორმატებში, განსაკუთრებით საღამოობით, ხდება არაფორმალური კომუნიკაცია პარტნიორებთან. და რისი მოწმე გავხდი? 'ოცნების' საგარეო ფლანგის პასუხისმგებელი პოლიტიკოსები ერთად, სექტანტურად არიან. სამაგიეროდ, მე და კანდელაკი, ბარამიძე კომივოიაჟორებივით ვეცნობით ჩამოსული ტოპ ტიპების, დეპუტატების, მინისტრების მრჩევლებს. სანამ ჩუგომ 2 ყავა დალია, მე 4 ევროპელი საჭირო ადამიანი გავიცანი. იტყვის რამეს ამ 'პიარზე'? ყველა საჯარო ფორმატში გავუსწორდები ამ უპასუხისმგებლო უნიათოს, პარტიის ყოფილ საგარეო მდივანს! ყოველდღიურად თუ ყოველკვირეულად, მომდის რუმინეთისა თუ ბრიტანეთის პოლიტიკური ამბების მოკლე დაიჯესტი. აქ იგივე კეთდება?..“, წერს გია აბაშიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ