დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

"რაც გინახავთ ვეღარ ნახავთ, არასდროს არ დაბრუნდება ის რეჟიმი და ამათი თავგასულობა, არასდროს!" 19.02.2020 14:10

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"რამდენიმე წლის წინ მეწერა ეს ფაქტი და მთელმა სანაცეთმა მათრია ლანძღვა გინებით, თითქოს რამეს ვიგონებდე, დროა გავიხსენო ის ისტორია!


სააკაშვილის ზეობის და ვანო ,,ხერხემლის, დიქტატურის დრო იყო,ერთმა ჩემმა მეგობარმა მომიყვა, რომელიც იმ დროს იმ რესტორნის მენეჯერი იყო, ვაკეში ფრანგულ რესტორანში გვიან ღამით, დაკეტილი გაახსნევინეს თაკო სალაყაიას ბრძანებით, იქაც ზუსტად იგივე ორგია გაიმართა რაც გავრცელებულ ფოტოებზეა, ერთი განსხვავებით, სტრიპტიზორი ბიჭები გაატიტვლა მაგიდებზე აცეკვა,მერე გახსნა თურმე ჩანთა და დოლარების ,,პაჭკებს ,,ისროდა,უამრავი რაოდენობის ვისკი დაილია და დოლარებმაც კარგად იფრიალა,დაახლოებით 40 ათასი დოლარი დაჯდა ის ღამეო! ხოდა საიდან ქონდათ ის ფული ეს მაინტერესებს საჯარო მოხელეებს და რატომ იყო მინისტრის ცოლი ასე ხელშეუხებელი! ის დრო რომ ენატრებათ იმიტომ არიან გაწიწმატებულები, რაც გინახავთ ვეღარ ნახავთ, არასდროს არ დაბრუნდება ის რეჟიმი და ამათი თავგასულობა, არასდროს! ეს იმ ციკლიდანაა ქვეყანას რომ აშენებდნენ თურმე და მშიერი ხალხი რომ ედარდებოდათ!"- წერს ჯღარკავა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ