დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

უცხოელებზე "გაყიდული" ბინადრობის უფლება საკუთრების შეძენის სანაცვლოდ - ტოპ 13 ქვეყანის მონაცემები 20.02.2020 13:40

ზვიად ტომარაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"ეს გახლავთ ჩემს მიერ იუსტიციის სახლიდან გამოთხოვილი ოფიციალური მონაცემები, 2015–2019 წლებში უცხოელებზე "გაყიდული" ბინადრობის უფლება საკუთრების შეძენის სანაცვლოდ (ტოპ 13 ქვეყანა).

 

როგორც ამ მონაცემებიდან ირკვევა, დაახლოებით 11 000 ბინა ირანის მოქალაქეებს ეკუთვნით, თუმცა შესაძლოა ეს ციფრი კიდევ უფრო მეტიც იყოს, ვინაიდან ზოგს შეიძლება შეძენილი ჰქონდეს ბინა, მაგრამ ჯერ არ იყოს გადმოსული და შესაბამისად ბინადრობაც არ ჰქონდეს აღებული. შეგახსენებთ, რომ ეს არის ბინადრობის უფლების 10 სახედან ერთ–ერთი. გარდა ამისა, არსებობს ბინადრობა "ოჯახის გაერთიანების მიზნით, რომელიც გაიცემა ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრებზე. კანონის მიხედვით კი ნათესავებად ითვლება: ცოლი, ქმარი, შვილები, ბებია, ბაბუა, შვილიშვილები, და, ძმა.

 

როგორც ვხედავთ, ერთი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელს, საქართველოში საცხოვრებლად ნათესავთა ფართო წრის ჩამოყვანა შეუძლია და სანამ არ გაყიდის სახლს (ბინას), მანამდე შეუძლია უპრობლემოდ იცხოვრონ ჩვენს ქვეყანაში. როგორც იცით, 2018 წლის 24 ოქტომბერს 35 000 ხელმოწერასთან ერთად შევიტანეთ კანონპროექტი, რომელიც კრძალავს ბინადრობის უცხოელებზე "გაყიდვას". აღნიშნული კანონპროექტი შეპირებისამებრ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კენჭისყრაზე უნდა გასულიყო თებერვალში, გუშინ შევხდი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს ბ–ნ ანრი ოხანაშვილს და მივიღე ახალი პირობა, რომ აღნიშნული კანონპროექტის კენჭისყრა მარტში მოხდება."- წერს ტომარაძე.

 

 


 


ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ