დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"უგულავა უფრო ადრე აღმოჩნდა ხაზინის ქურდი, ვიდრე ის საქმე, რომლის გამოც დღეს ის საპატიმროშია" 22.02.2020 14:01

გიგი უგულავა ხაზინის ქურდია. ის უფრო ადრე აღმოჩნდა ხაზინის ქურდი, ვიდრე ის საქმე, რომლის გამოც დღეს საპატიმროშია - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ "ჯორჯიან თაიმსთან" საუბარში განაცხადა.

 

მისი თქმით, ბევრ სხვა დანაშუალზე არც უგულავა, არც სააკაშვილი, ბოკერია და მერაბიშვილი სასჯელს არ იხდის.

 

"ადრე, კონტროლის პალატის ხელმძღვანილი სოსელია იყო.  ჩემი მინისტრობის დროს, როცა  ჟვანიას კაბინეტში ვიყავი, მან მაგიდაზე  დასკვნა დადო, სადაც ეწერა, რომ უგულავას 102 მილიონი ბიუჯეტიდან ჰქონდა გაფლანგული. მაშინ ეს საქმე სააკაშვილმა და უგულავამ ჩაფარცხეს. ბუნებრივიცაა, საკუთარი თავის წინააღმდეგ ხომ არ აღძრავდნენ საქმეს?!


ბატონი სოსელია ბურჯანაძის პროტეჟე იყო. ის ამ ამბიდან 3 თვეში გარდაიცვალა გაურკვეველ პირობებში. დღეს უკვე ნათელია ჩემთვის, თუ  რამ იმსხვერპლა სოსელია.


ბევრ სხვა დანაშუალზე არც უგულავა, არც სააკაშვილი, ბოკერია და მერაბიშვილი სასჯელს არ იხდიან, მათ შორის - კრიალაშვილის მკვლელობაზე. ასეთია ცხოვრება, სამართალი ურმით დადის და ადრე თუ გვიან, ყველას მოუწევს პასუხისგება.


ვისთვისაც მერაბიშვილი, უგულავა, ახალაია, ოქრუაშვილი - პოლიტპატიმარია, მათთვის დღე-ღამეა და მზე საერთოდ არ არსებობს,"-განაცხადა  გოგა ხაინდრავამ.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ