დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

„რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს არავითარი სახით საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას“ 20.02.2020 20:23

რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს არავითარი სახით საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას , -ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტის“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკომ განუცხადა. „ჩვენ ამ კომენტარს ვტოვებთ საქართველოს იმ წარმომადგენელთა სინდისზე, რომლებმაც ეს კომენტარი გააკეთეს. რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს არანაირი სახით ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში“, - განაცხადა რუდენკომ კითხვაზე, რას უპასუხებდა ქართული მხარის განცხადებას რუსეთის მხრიდან განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით.

 

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ