დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

„მე არ მომინდება პრემიერობა, რადგან უკვე ვიყავი პრემიერი, შეუძლებელია, დავბრუნდე რომელიმე მინისტრის თანამდებობაზე“ 20.02.2020 22:38

ვანო მერაბიშვილი, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტს 2012 წელს რამდენიმე თვით იკავებდა, აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობა არ მოსწონდა და უფრო კონკრეტული საქმეების კეთება იზიდავდა. „მომწონდა, როცა ვიყავი უშიშროების საბჭოს მდივანი და ვხელმძღვანელობდი აჭარის ასლან აბაშიძისგან გათავისუფლების ოპერაციას, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი და ვატარებდი პოლიციის რეფორმას, ვებრძოდი კრიმინალს“, – განაცხადა მერაბიშვილმა და აღნიშნა, რომ რომელიმე თანამდებობაზე დაბრუნებას აღარ აპირებს. „მე უკვე ვიყავი პრემიერ-მინისტრი, უმაღლესი თანამდებობის პირი საქართველოში, მე არ მომინდება პრემიერობა, რადგან უკვე ვიყავი პრემიერი, შეუძლებელია, დავბრუნდე რომელიმე მინისტრის თანამდებობაზე“, – აღნიშნა ვანო მერაბშვილმა „მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში.

 

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დილით დატოვა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ