დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

„ჩვენი მოსაზრებები გავაცანით „ოდირის“ დირექტორს - მთლიანობაში, გვქონდა ძალიან სასიამოვნო და საინტერესო შეხვედრა“ 20.02.2020 23:08

"ქართული ოცნება" დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელი მდივნის, პარლამენტის უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეუთო/ოდირის ჯგუფთან შეხვედრაზე მხარეებმა ყველა იმ საკითხზე ისაუბრეს, რომელიც დღეს პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტუალურია. როგორც ირაკლი კობახიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, შეხვედრაზე გამოითქვა იმედი, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმება მოხდება.

 

„ჩვენ გვქონდა საუბარი თემებზე, რომლებიც არის აქტუალური ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. მათ შორის, გვქონდა იმ თემებზე საუბარი, რომელთა დაკავშრებითაც ოდირ-თან გვაქვს თანამშრომლობა. ძირითადად, ეს არის საარჩევნო საკითხები და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები. გავაცანი ჩვენი გეგმები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გადაიხედება საარჩევნო კანონმდებლობა როგორც საარჩევნო სისტემის ნაწილში, ასევე იმ ნაწილში, რაც ითვალისწინებს „ოდირის“ რეკომენდაციების შესრულებას. სამუშაო ჯგუფი იყო შექმნილი, დაიწყო მუშაობა გასული წლის ივლისში და უკვე არის მომზადებული პირველადი პაკეტი იმ ცვლილებებისა, რომლის საფუძველზეც უნდა დაიხვეწოს საარჩევნო კანონმდებლობა და ამ პაკეტის მიღება არის გათვალისწინებული მიმდინარე საპარლამენტო სესიის ბოლომდე. ასევე, გამოვთქვით იმედი, რომ გაგრძელდება მოლაპარაკებები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და გამოვთქვით იმედი, რომ მოხდება შეთანხმების მიღწევა ოპოზიციასთან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ასევე გვქონდა საუბარი სასამართლოს საკითხებზე, ვისაუბრეთ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე. ასევე, გვქონდა საუბარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესზე და აქვე ჩვენი მოსაზრებები გავაცანით „ოდირის“ დირექტორს. მთლიანობაში, გვქონდა ძალიან სასიმოვონო და საინტერესო შეხვედრა და ვისაუბრეთ აბსოლუტურად ყველა დეტალზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს თანამშრომლობას“, - განაცხადა კობახიძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ