დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"მგონია, მოლაპარაკების მაგიდასთან ვანო მერაბიშვილი არ მოვა" - ნინო ბურჯანაძე 21.02.2020 16:31

მე მგონია, მოლაპარაკების ამ მაგიდასთან ბატონი ვანო არ მოვა, იმიტომ, რომ აქ არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერები და იმედი მაქვს, რომ თავისი მოსვლით უხერხულობას არავის შეუქმნის, - ასე უპასუხა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტების კითხვას, დაჯდება თუ არა ვანო მერაბიშვილთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან საარჩევნო ცვლილების შესახებ.

 

როგორც ბურაჯანაძემ აღნიშნა, ახლა მნიშვნელოვანია ისაუბრონ, როგორ გააგრძელონ ბრძოლა თავისუფალი, სამართლიანი, პროპორციული არჩევნების მოსაპოვებლად.

 

„რაზე ვიმსჯელებთ და რა გადაწყვეტილებას მივიღებთ ამაზე, ბუნებრივია, შეხვედრის შემდეგ ვისაუბრებთ", - განაცხადა ბურჯანაძემ.

 

კითხვაზე, როგორია მისი პოზიცია, თუ მიიღებს მონაწილეობას მოლაპარაკებაში ვანო მერაბიშვილი, ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ „თუ ის მიიღებს, მერე ვილაპარაკოთ".

 

„თუ არ მიიღებს?! ახლა ვიმარჩიელოთ, თუ მიიღებს რას ვიზამ? გასაგებია, რომ ახლა, რაღაც სკანდალის ძებნაა. გუშინ ვილაპარაკე და საკმარისია. ნუ ვიმარჩიელებთ, ასე თუ მოხდა რა იქნება და ისე თუ მოხდა რა იქნება. მნიშვნელოვნად მიმაჩნია ერთიანობა, აქედან გამომდინარე იმედი მაქვს, რომ თითოეული ჩვენგანი ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა მოლაპარაკების მაგიდის ერთიანობა შენარჩუნდეს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

 

მისივე თქმით, ვერ ხვდება, ამდენი კომენტარი რატომ უნდა გააკეთოს ვანო მერაბიშვილზე.


„ადამიანს ჯერ არ გადაუწყვიტავს რომელ პარტიაში მიდის, მიდის თუ არა, ან რა სტატუსით მიდის, როგორ მიდის და რატომ უნდა ვაკეთო ამდენი კომენტარი მერაბიშვილთან დაკავშირებით, არ მესმის“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ