დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

„წარმოიდგინეთ შავი სიის მაგიდა, რომელსაც ახლა მერაბიშვილი დაემატა“- ექსკლუზიური ინტერვიუ გოგა ხაინდრავასთან 22.02.2020 13:58

არესბულ პოლიტიკურ გარემოზე, ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებსა და სამომავლო პროგნოზზე, „ჯორჯიან თაიმსს“ კონორეჟისორი გოგა ხაინდრავა ესაუბრა: 

 

- როგორ შეაფასებდით დღევანდელ პოლიტიკურ გარემოს?

- ჩვენნაირი პატარა ქვეყნის  პოლიტიკურ გარემოს ორი  ფაქტორი განაპირობებს: შიდა და საერთაშორისო.

შიდა ასპარეზე დღეს დღეობით ყველაფერი გარკვეულია.  უმნიშვნელოვანესი, რაც მოხდა,  და ეს ბიძინა ივანიშვილის ჯერ კიდევ  პირველ წერილში პოლიტიკაში ჩართვის შესახებ იყო განცხადებული, თუმცა მაშინ ცოტა არ იყოს დაუჯერებლად ჟღერდა, მაგრამ ეხლა რეალობად იქცა,  ეს არის შუის გაკრეფვა. ყველა ის ფსევდოპოლიტიკოსი შუაშისტი და ვითომ ენჯეოელი, დღეს ნაციონალების  ბანაკში აღმოჩნდა. ზუსტად იქ სადაც მათი ადგილია, იმ მაგიდის გარშემო, სადაც შავ სიებს ადგენენ. ამიტომ საქართველოს მოქალაქეებისთვის და ამომრჩევლებისთვის განსაკუთრებით,  არჩევანის გაკეთება გამარტივდა, ან ერთი გუნდი ან მეორე, ან არც ერთი. ან ის ერთობა ვინც ვანო მერაბიშვილს, ახალაიებს, სააკაშვილს, უგულავას და ა.შ. პოლიტ პატიმრებად რაცხს ან ის პოლიტიკური გუნდი ვინც მათ კრიმინალებად და ხაზინის ქურდებად თვლის.   ვერ გეტყვით, რომ  ეს საქართველოსთვის კარგია.  უკეთესი იქნებოდა  მრავალფეროვნება ყოფილიყო, 3-4 პარტია კარგად ჩამოყალიბებული ფილოსოფიით, პოლიტიკური ხედვით, გემოვნებითა და სამოქმედო პროგრამებით. სამწუხაროდ ჯერ ჯერობით ესე არ არი.

 

იმედი მქვს  გაჩნდება პოლიტიკოსების  ახალი თაობა. შეიქმნება ახალი ტიპის, ენერგიის, აზროვნების და მოქმედების პოლიტიკური ჯგუფები, ვინც ჩაანაცვლებენ ამ დაჭაობებულ ოპოზიციურ გარემოს.  ყავლგასული და სრულიად  დისკრედიტირებული ფსევდო ლიდერების კასტას. 

საერთაშორისო ასპარეზზე  ვითარება  ბევრად რთულია.  მეორე მსოფლიო ომის შედეგად ჩამოყალიბებული, მეტნაკლებად მწყობრი საერთაშორისო წესრიგი და თამაშის წესები, სრულიად მოიშალა. ძალადობამ, დაპირისპირებამ და განუკითხაობამ მოიცვა მსოფლიო. ერთად ერთი არგუმენტი რჩება ძალა და არა საერთაშორისო სამართალი. ამ ფონზე ჩვენ რეგიონში ვითარება განსაკუთრებით სახიფათოა. შეხედეთ რა ხდება სირიაში. ომი, რომელშიც ჩვენი უახლოესი მეზობლები საპირისპირო პოზიციებზე დგანან. რუსეთი არ იშლის კუნთებით  თამაშს. არავინ იცის რაში გადაიზრდება ეს კონფლიქტი. არადა დღევანდელი საზომით ეს ამბავი ჩვენს ყურისძირში ხდება. აქეთ ისრაელის დაპირისპირება ირანთან და იმ სამყაროსთან ვინც სახელმწიფოს არსებობას არ ეგუება. არადა ისრაელი ჩვენი ბუნებრუვი მეკავშირე და მეგობარი და მეზობელი ქვეყანაა, ისევე როგორც თურქეთი. რომელიც ასევე კომფლიქტებშია ჩაბმული.

 

ერთ დროს გაერთიანებული ევროპა  პოლიტიკურ და მენტალურ კრიზისშია. რაც ჩვენ იქიდან გვესმის და რასაც ვხედავთ  ამაზე უტყუარად მეტყველებს.  მაგალითად, რუსეთი აღადგინეს ევროსაბჭოში ისე რომ ელემენტარული  პატივისცემა,  საეწრთაშორისო წესების და სამართლის იგნორირებულია.  ბრეხსიტი და მისი თანმდევი სირთულეები. დრამატული და საგანგაშოა,  ანგარებიანი, პოლიტიკურად მიკერძოებილი დამოკიდებულება, პოლიტიკური კორუფცია, რომელმაც ფეხი გაიდგა ევროპის წამყვან ინსტიტუტებში. ამავდროულად, თუ გავითვალისწინებთ, რომ  ხშირ შემთხვევაში,  დემოკრატიის საყრდენად და იმედად მიჩნეული თავისუფალი პრესსა მითად იქცა, ხოლო დამოუკიდებელი სარედაქციო საქმიანობა ფარსად.  აღმოჩნდება, რომ ყველაფერს ინტერესი განაპირობებს, იქნება ეს ვიწროპარტიული თუ ფინანსური.  სამართალი, სამართლიანობა, პოლიტიკური პატიოსნება და  ეთიკა ქრება.  ვისაც უნდა რასაც უნდა აცხადებს საჯაროდ,   ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. ესე აწყობს და მორჩა. მაგალითად მოვიყვან კორუფციულ სკანდალს, რომელშიც ახლო წარსულში  აღმოჩნდა ევროპის სახალხო პარტიის 27 თუ 28 დეპუტატი და მათი ლიდერი პედრო არგამუნტი, რის გამოც თანამდებობის და თუ არ ვცდები მანდატების დატოვება მოუხდათ. ჩვენთვის კარგად ცნობილი კარლ ბილდი. შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ევრო ჩინოვნიკი მაღალი რანგის. ეს ბატონები და ამ პარტიის წევრი ევროდეპუტატები, როგორც ნაციონალური მოძრაობის პარტნიორები და ჭირისუფლები განსაკუთრებით გამოირჩევიან  საქართველოსთან მიმართებაში მიკერძოებული, პოლიტიკურად ანგაჟირებილი და ხშირ შემთხვევაში ცილისმწამებლური განცხადებებით. მსგავს შეფასებებს ეხლახანს ჰქონდა ადგილი ევროპარლამენტარების მხრიდან. რაც გვაფიქრებინენს, რომ ეს ან უცოდინრობის,  ან პოლიტიკური მიკერძოების ანდა პოლიტიკური კორუფციის შედეგია, ან სამივე ერთად. რადგან სხვაგვარად იმის ახსნა საქართველოს მოქალაქეებისთვის, თუ რატომ არი ბოროტმომქმედი მერაბიშვილი და ხაზინის ქურდი უგულავა პოლიტპატიმარი! ანდა რანაირად არი, რომ საქართველომ, სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის მოცილების შემდეგ, დემოკრატიის კუთხით უკუსვლა განიცადა, შეუძლებელია. ჩვენ ხომ კარგად ვიცით ჩვენი ქვეყნის ავიც და კარგიც. დღესაც და გუშინაც.   

 

იმის გათვალისწინებით, რომ ერთობლიობაში წამყვანი ევროპული ქვეყნების და ინსტიტუტების კეთილგანწყობა და მხარდაჭერა საქართველოსადმი მყარი და ცალსახაა,  ჩვენს ზოგიერთ ევროპელ კოლეგას, განსაკუთრებით კი ნაციონალების „გულშემატკივრებს“ ავიწყდებათ, რომ საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან  30 კილომეტრში რუსული სამხედრო არმადაა მოკალათებული. და სანამ კანდელაკის და სამადაშვილის სიცრუეზე დაყრდნობით,   ჩვენი ქვენისთვის საზიანო განაცხადებებეს გააკეთებენ, კარგად უნდა დაფიქრდნენ, ვაი თუ ნებსით თუ უნებლიედ მათ მიერ გაგულისებული ოკუპანტი, უფრო შორს წასვლას მოიწადინებს, საქართველოში დემოკრატიის „უკუსვლის“  და „დაკნინების“ საბაბით... და მოულოდნელად მათი ქვეყნების საზღვრებში ამოჰყოფა თავს. ეს განსაკუთრებით ჩვენ აღმოსავლეთ ევროპელ მეგობრებს ეხება! 

 

განსაკუთრებული მნიშვნელობის ქვეყანა საქართველოსთვის არის აშშ. რომ არა ამერიკა,  დღეს საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო არ იქნებოდა. მეტსაც გეტყვით, მსოფილიოც არ იქნებოდა იმ ხარისხით დამოუკიდებელი როგორიც დღეს არი.  ამერიკელი ხალხის, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის და  პოლიტიკური ისტებლიშმენტის კეთილი და მეგობრული დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!   ეს არის ქვეყნა, სადაც პოლიტიკოსები მთელ  მსოფლიოზე  ზრუნვით არიან დაკავებული. ამიტომ ყველამ, ვიმეორებ ყველამ! უნდა გავითვალისწინიოთ, რომ ისეთი პატარა  ქვეყნისათვის, როგორიცაა საქართველო, წამდაუწუმ ამერიკაში ვერ მოიცლიან! ვფიქრობ დღევანდელი მსოფლიოს დღის წესრიგის გათვალისწინებით, ისედაც უპრეცენდენტოთ დიდ ყურადღებას გვაქცევენ და დახმარებას გვიწევენ. ეს არის ქართველი ხალხის, მისი გულწრფელი მეგობრობის, თანამშრომლობის, კონკრეტულ მისიებში თავგანწირვის  და თანამებრძოლობის, საქართველოს ისტორიული  ღვაწლის დამსახურება და შედეგი. ეს უდა ესმოდეთ პირველ რიგში ქართველ პოლიტიკოსებს თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომ ყოველი წუთი და წამი, ამერიკის  კონგრესში იქნება თუ სენატში, პენტაგონში თუ სხვა რომელიმე სახელისუფლებო ანდა სამოქალაქო ინსტიტუტში,  ერთმანეთთან შიდაპოლიტიკური  ანგარიშსწორებისთვის და ამით საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინერესების დაზიანებისთვის და დაკნინებისთვის კი არა, არამედ იმ დიდი სიკეთის  და მხარდაჭერის მოსაპოვებლად, ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ უნდა იღწვოდნენ, რაც ამ ქვეყანას შეუძლია გაუნაწილოს ჩვენ სამშობლოს.  რადგან ამის  უფლება და შესაძლებლობა მათ ქართველმა ხალხმა უბოძა და სულაც არა მათმა დამსახურებამ. როცა ცალკეული კონგრესმენები თუ სენატორები  სიცრუეზე, ცილისწამებაზე და ანგარებაზე დაყრდნობით აკეთებენ პოლიტიკურად მიკერძოებულ განცხადებებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი შეცდომაში ჩვენებურმა ვაიპოლიტიკოსაებმა შეიყვანეს.   აბა მითხარით ერთი, საქართველოს  რომელი მთავრობა გაბედავს იმას, რომ საქართველოში ამერიკული კმომპანიები შეავიწროვოს?! ეს ხომ სიბეცეა!  ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს, რადგან,  ახსოვს და მადლიერია აშშ-ის იმ უანგარო დახმარების, 90-იან წლებში გაწეულის, და რომ არა ის, ჩვენ ალბათ შიმშილით დავიხოცებოდით. რომ არა ამერიკის დახმარება, არ გვექნებოდა დამოუკიდებლობა, თვითმყოფადობის შენარჩუნების შესაძლებლობა. რუსეთი გაგვთელავდა და ახლა მისი ჯარი თბილისშიც იდგებოდა და არა მარტო ცხინვალში და აფხაზეთში. ეს უნდა დავაფასოთ და გავიაზროთ. თუმცა თუ მეგობრობაა და სტრატეგიული პარტნიორობა, მაშინ დამსახურებული  საშენიშვნაც და წრფელი საყვედურიც უნდა მივიღოთ ერთმანეთის. თანასწორობის და სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული. უფროს უმცროსობა გავლილი გვაქვს ჩვენ უკვე,  და უკან დაბრუნებას არ ვაკადრებთ ჩვენ შვილებს. ეს ყველას უნდა ესმოდეს. აქაც და იქაც.

 

გამოცდილება, რომელიც დააგროვა საქართველომ და ქართველმა ხალხმა, საკმარისია იმისათვის, რომ კარგად ვერკვეოდეთ სად არი ათეთრი და სად - შავი. 

 

- რა შეფასებას მისცემდით გიგი უგულავას კიდევ ერთხელ ციხეში დაბრუნებას?

- გიგი უგულავა ხაზინის ქურდია. ის უფრო ადრე აღმოჩნდა ხაზინის ქურდი, ვიდრე ის საქმე აღიძრა  რომლის გამოც დღეს საპატიმროშია. თავის დროზე, კონტროლის პალატამ დაადგინა, მაშინ მისი ხელმძღვანილი ბატონი სოსელია იყო.  ჯერ კიდე ჩემი მინისტრობის დროს,   ჟვანიას კაბინეტში გავიგეთ რომ უგულავას 102 მილიონი ლარი, ქალაქის ბიუჯეტიდან ჰქონდა გაფლანგული. მაშინ ეს საქმე სააკაშვილმა და უგულავამ  ჩაფარცხეს.  ბუნებრივიცაა, საკუთარი თავის წინააღმდეგ ხომ არ აღძრავდნენ  სისხლი სამართლის საქმეს?!.

ბატონი სოსელია ბურჯანაძის პროტეჟე იყო. ის ამ ამბიდან 3 თვეში გარდაიცვალა მოულოდნელად,  საეჭვო ვითარებაში. დღეს ვგონებ დამაფიქრებელია, თუ  რამ იმსხვერპლა ბატონი სოსელია. მაშინ ეს არავინ მოიკითხა, არც ბურჯანაძემ სხვათაშორის.

ბევრ ჩადენილ დანაშუალზე არც უგულავას, არც სააკაშვილის, არც  ბოკერიას და მერაბიშვილის, პასუხი არ უგია. უამრავს ჩამოგითვლით, მაგალითად ძალიან კარგი კაცის და ვაჟკაცი მებრძოლის -  გია კრიალაშვილის მკვლებოაზე.  ასეთია დღევანდელი ცხოვრება და პოლიტიკური კონიუქტურა. როგორც ამბობენ, სამართალი ურმით დადის, მაგრამ დადის! და ადრე თუ გვიან ყველას მოუწევს პასუხისგება.

ვისთვისაც მერაბიშვილი, უგულავა, ახალაია, ოქრუაშვილი, სააკაშვილი და მათი ბანდა  პოლიტპატიმარები არიან,  იმათთვის დღე -ღამეა და მზე საერთოდ არ არსებობს. ეს აქაურებსაც ეხება და იქაურებსაც!

 

- რას უნდა ველოდეთ მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლის შემდეგ?

- კარგად მოუსწრო! როგორც იტყვიან - მკვდარზე ვენოკიო... მერაბიშვილის შემატება ამ  მირაჟების პოლიტიკურ გაერთიანებას, კონკრეტულ სახეს შესძენს. იმდენი ცოდვა აქვს ჩადენილი და იმდენი ადამიანი ჰყავს გამწარებული და გაუბედურებული თუ გადაინაწილებენ პასუხისგებლობას ყველას ეყოფათ!  ბევრი ქვრივი და შვილმკვდარი დედა დატოვა, ბევრ ოჯახში შეიტანა ტანჯვა. 

თუმცა, რა გასაკირია, სადაც ლიაკა ხოშტარია, რომელიც, მენტალობით  საბჭოთა პროდუქტია, ევროპელობის ნიღაბს ირგებს და ეს ანტიევროპული სექტა - ევროპელობას!  ბოკერია შეიძლება  ვიღაცისთვის პოლიტიკოსი იყოს, არც მერაბიშვილის  ლიდერობაა წარმოუდგენელი.  არც ერთს აქვს ნაკლები სისხლი და არც მეორეს, ხელებზეც და გულზეც. 

 

- რას ფიქრობთ ოპოზიციური გაერთიანების შესახებ, რამდენად შეუძლიათ დასახულ მიზანს მიაღწიონ? 

- ეს არი თავყრილობა სადაც ადამიანები შავი ჭირივოთ ვერ იტანენ ერთმანეთს, მე ეს დანამდვილებით ვიცი და იმათაც იციან, რომ მე ვიცი და არა მარტო მე ვიცი!   ბურჯანაძე და ბოკერია, ნათელაშვილი და ბოკერია...  ეს არის სასოწარკვეთილი, იმედდაკარგული, ყავლგასული პოლიტიკოსების ნაკრები, რომლებსაც მხოლოდ სიძულვილი აერთიენებთ, სიძულვილი და შური! ერთად რომ სხედან ბევრნი,   თავს იმშვიდებენ, რომ ძალას წარმოადგენენ.  კარგია, რომ გაერთიანდნენ, რადგან ზუსტად იქ არიან, სადაც უნდა იყვნენ და ზუსტად ისინი არიან, ვინც უნდა იყვნენ. ერთი საბჭოთა ჰიმნი აკლდათ და ეგეც  ნადირაშვილმა და ხოშტარიამ ააჟღერეს. დროშებიც ექნებათ  საბჭოთა კავშირის დასაწყობებული. სიძულვილი და შური მომავალს ვერ ქმნის! მითუმეტეს ისეთ სიყვარულის მოტრფიალე ხალხში და ქვეყანაში როგორც ქართველებია და საქართველო!


- როგორ ფიქრობთ, გაგრძელდება თუ არა პოლიტიკური დაჭერები და ვის მოიაზრებთ ამ მხრივ?

- ესე კითხვის დასმა, თავისთავად  ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფაა. როდესაც  პოლიტიკურ დაჭერებზე ლაპარაკობენ. ჩვენ ეს უკვე გავიარეთ და უკან არასოდეს დავბრუნდებით! ამ ბოროტმოქმედების ამ სახელით მოხსენიება, მრავალი თაობა თავდადებული და უსამართლობასთან მებრძოლი ადმიანის შეურაცხყოფაა! მერაბიშვილი და უგულავაც  პოლიტპატიმარები არიან და მერაბ კოსტავა და ვლადიმირ ბუკოვსკიც!? ეს ხომ მკრეხელობაა! 

 

- როგორია თქვენი პროგნოზი 2020-ის არჩევნებზე?

- არჩევანი მწირია. ან მარცხნივ,  ან  - მარჯვნივ, ან თეთრი, ან - შავი.  მესამე არჩევანი არ არის. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება, როგორც გონიერი და გამოცდილი, არ აჰყვება ემოციებსა და პოლიტიკოსების სიყვარულს. საერთოდ ცოტა გაუგებარია, რატომ შეიძლება  გიყვარდეს პოლიტიკოსი?! მათ ვქირაობთ იმისთვის, რომ საქმე გააკეთოსნ. უნდა გვიყვარდეს ოჯახი, მეგობრები სამშობლო. ეს მხოლოდ ჩამორჩენილ, საბჭოური  მენტალობის  მქონე საზოგადოებებშია შემორჩენილი, ბელადების სიყვარულუი. სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოების ნაწილი ჩარჩა იქ, ხომ ხედავთ უკვე  საბჭოთა ჰიმნსაც უკრევენ. 

 

მინდა ქართველ ამომრჩეველს ვუთხრა, - წარმოიდგინეთ იმ შავი სიის მაგიდა, რომელსაც ახლა მერაბიშვილი დაემატა, ეს სუბიექტები ყველა ერთად, რომ წარმოიდგინოთ საქართველოს ხელისუფლებაში -  წარმოიდგინეთ, რომ ეს არის საქართველოს მთავრობა, - სიცოცხლე აღარ მოგინდება. ესენი არა თუ ხელისუფლებას ჩამოაყალიბებენ, შანსი თუ გაუჩნდებათ, დაჭამენ ერთმანეთს. წყალს არ გაიმეტებენ ერთმანეთისთვის, თანამდებობებს ვინ ჩივის, თოვლს ვერ გაიყოფენ - ზამთარში.

 

ბევრს კი არ მოსწონს, მაგრამ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ღვთისშმობელი დედა არ დგვტოვებს განსაცდელში. საქართველომ თემურლენგს და ყარჩიხა ხანს გაუძლო და ესენი ვინ არიან...


/ნინო ოთარაშვილი/

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ