დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უმასპინძლა 27.02.2020 20:41

სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრს მთავრობის სახლში პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უმასპინძლა. სომხეთის მთავრობის მეთაურთან შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა სომეხ ხალხთან კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველო დაბალანსებულ პოლიტიკას უჭერს მხარს, რაც რეგიონში სტაბილურობას უწყობს ხელს. „საქართველოს თავდაცვის მინისტრი სომხეთის რესპუბლიკაში ორდღიან ოფიციალურ ვიზიტს საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიანთან და კათოლიკოს-პატრიარქ გარეგინ მეორესთან შეხვედრებით დაასრულებს“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ