დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„ვანო მერაბიშვილი ტიპური ჯალათია - მისი კავშირები სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან უკვე შემდგარი ფაქტია და შემიძლია გითხრათ, რომ ის იყო რუსეთის გავლენის აგენტი“ 28.02.2020 22:32

პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია წარსულში მის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეში ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის როლზე საუბრობს. ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი რუსეთის სპეცსამსახურებთან მჭიდრო კავშირში იმყოფებოდა. მისი თქმით, მტკიცებულებას ამ ეტაპზე გრიფით საიდუმლო ადევს. „ვანო მერაბიშვილი ტიპური ჯალათია. მისი კავშირები სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან უკვე შემდგარი ფაქტია. შემიძლია გითხრათ, რომ ის იყო რუსეთის გავლენის აგენტი“, – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ. როგოც ის აღნიშნავს, ჯაშუშად რუსეთისა და ბელარუსის სპეცსამსახურებთან, ვანო მერაბიშვილის კავშირებზე დაწერილი ანალიტიკური სტატიის გამოქვეყნების გამო გამოაცხადეს.

 

„არსებობს ორი ანალიტიკური სტატია, რომელიც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისთვის, როგორც ანალიტიკოსმა მოვამზადე. ერთია „ნაციონალური მოძრაობის“ კლანების შესახებ 2008-2009 წლებში და მეორე ვანო მერაბიშვილის კავშირებზე ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტთან და ასევე რუსეთის სპეცსამსახურებთან. სტატიაში ასევე საუბარია, ვანო მერაბიშვილის პირად მეგობრობაზე რუსეთის მაშინდელ შსს-ს მინისტრთან, რაშიდ ნურგალიევთან. ეს არის დოკუმენტი, რის გამოც მერაბიშვილმა გასცა ჩემი დაპატიმრების ბრძანება მუხროვანის ამბოხის დროს. ეს იყო მერაბიშვილის სცენარი, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან იყო შეთანხმებული“, – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

 

ვახტანგ მაისაია ყოფილ შსს-ს მინისტრსა და მის მოადგილესთან შეხვედრის დეტალები გაიხსენა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ვანო მერაბიშვილმა აღიარა სტატიაში მოყვანილი მოსაზრებების სიმართლე. „ხუთ მაისს, როცა მოდულის შენობაში შევხვდი ვანო მერაბიშვილს და მის მოადგილეს ამირან მესხელს, მათ ეს დოკუმენტი დამიდეს და მითხრეს, რომ მასში არსებული ინფორმაცია არის სიმართლე. მათ აინტერესებდათ წყარო. მერაბიშვილის პირდაპირი სიტყვებია, რომ მე ამ დოკუმენტის გამო ვიყავი დაპატიმრებული. ეს დოკუმენტი დევს ჩემი ე.წ. სისხლის სამართლის საქმეში, მესამე ტომში და ეს არის ჩემი ჯაშუშობის მტკიცებულება. ამ დოკუმენტებს სააკაშვილის კონტრდაზვერვამ დაადო გრიფით საიდუმლო, რაც ნიშნავს, რომ მათ აღიარეს ამ დოკუმენტში არსებული ინფორმაცია რეალურად და ბუნებრივია, ეს უკვე არის მტკიცებულება“, – განაცხადა მაისაიამ.

 

პოლიტოლოგი მიმართავს სახელმწიფო უშიშროების სამსახურს, რომ ეს დოკუმენტი ამოიღონ და გამოიყენონ, იმ საქმეებთან მიმართებაში, რომელიც ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ არის აღძრული. „მივმართავ სახელმწიფო უშიშროების სამსახურს, რომ ეს დოკუმენტი გამოიყენონ ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ. ეს დოკუმენტი იმის მტკიცებულებაა, რომ მერაბიშვილის გავლენა რუსულ სპეცსამსახურებთან იყო საკმაოდ სერიოზული და მნიშვნელოვანი“, – აცხადებს ვახტანგ მაისია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ