დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

" ბოლო დროს ეფექტურად ხორციელდება დაავადების შეჩერება, დღეს გადავდივართ გავრცელების ეტაპზე, რაც შემთხვევების გაზრდას ნიშნავს" 17.03.2020 13:14

შეგვიძლია ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროის განმავლობაში საბჭო და მთავრობა ეფექტურად ახორციელებდნენ დაავადების ინფექციის განვითარების იმპორტირების და შეჩერების ფუნქციას, დღეს უკვე გადავდივართ გავრცელების ეტაპზე. ეს ნიშნავს, რომ რაოდენობა შემთხვევების გაგვაზრდება. – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინსიტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, დღეს შედგა შემდგომი შეხვედრა საკოორდინაციო საბჭოში, რომელმაც მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

 

„გვაქვს სასიხარულო ინფორმაცია, რომ პირველი გამოჯანმრთელებული ადამიანი საავადმყოფოდან გაეწერა. ის თვითიზოლაციაში რჩება. მადლობა ჩვენ სამედიცინო სექტორის თანამშრომლებს. ეს არ ნიშნავს, რომ გვაქვს დამშვიდების საფუძველი. პირიქით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროის განმავლობაში საბჭო და მთავრობა ეფექტურად ახორციელებდნენ დაავადების ინფექციის განვითარების იმპორტირების და შეჩერების ფუნქციას, დღეს უკვე გადავდივართ გავრცელების ეტაპზე. ეს ნიშნავს, რომ რაოდენობა შემთხვევების გაგვეზრდება. ეს არის ობიექტური რეალობა და ჩვენ ამაზე უნდა ვისაუბროთ ღიად. ეს ნიშნავს იმას, რომ მიდგომები და მენეჯმენტი პროცესის უნდა შეიცვალოს. პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენ ეპიდემიის გავრცელების ეტაპიდან გავრცელების ეტაპზე გადავდივარ. მზად უნდა ვიყოთ ამისთვის, პირველ რიგში კი, ჯანდაცვის სისტემა. ჯანდაცვის სისტემა მზად უნდა იყოს გაზრდილი რაოდენობის პაციენტების მომსახურებისთვის. ეს დავალებები დღეს გაიცა, ჯანდაცვის სისტემა კარგ ფორმაშია დღეის მდგომარეობით, რომ შესაბამის გამოწვევებს გაუძლოს და ადეკვატურად უპასუხოს.  ჩვენ ამ პროცესის მენეჯმენტი, ვირუსთან ბრძოლის პირველი ეტაპის შეზღუდვები ეფექტურად გავატარეთ სასწავლო დაწესებულებებში, რესტორნებში, პენიტენციურ სისტემაში. მოხდა დისტანციურ შრომაზე გადასვლა. ბევრი რამ იყო გაკეთებული და ახლა გამოწვევები იზრდება. უნდა გვესმოდეს, რომ მთავრობის პასუხი იქნება მკაცრი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ