დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

„საქართველო არ არის სახელმწიფო! და არც იქნება - მსოფლიოს ვერც ერთ ნორმალურ სახელმწიფოს ვერ გაუბედავდნენ ბიუჯეტის ქურდი ჩინოვნიკის პატიმრობიდან განთავისუფლების მოთხოვნას!“ 15.05.2020 21:15

ბონდო მძინარაშვილის სტატუსი:

 

„საქართველო არ არის სახელმწიფო! და არც იქნება! მსოფლიოს არც ერთი ნორმალური სახელმწიფოს დედაქალაქის მერს თავში აზრადაც არ მოუვა ბიუჯეტიდან 48 მილიონის მოპარვა! მსოფლიოს არც ერთ ნორმალურ სახელმწიფოში ბიუჯეტიდან 48 მილიონის მოპარვისთვის გასამართლებულ დედაქალაქის მერს ციხიდან არ გამოუშვებდნენ! მსოფლიოს არც ერთ ნორმალურ სახელმწიფოში ბიუჯეტის ქურდი მერის პოლიტიკური მანტიით შემოსვას არ მოინდომებდა არც ერთი პოლიტიკური პარტია, რადგან სახელმწიფოსა ანუ ხალხის ქონების ქურდი მიუღებელია ნორმალური პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის! მსოფლიოს ვერც ერთ ნორმალურ სახელმწიფოს ვერ გაუბედავდნენ და ვერ აიძულებდნენ ბიუჯეტის ქურდი ყოფილი მაღალი რანგის ჩინოვნიკის პატიმრობიდან განთავისუფლების მოთხოვნას! დიახ, ნორმალურ სახელმწიფოზე ვამბობ! თუ სახელმწიფო ხარ, ნორმალური სახელმწიფო უნდა იყო! თუ ნორმალური არ ხარ, მაშინ არც სახელმწიფო ხარ!“

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ