დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"პრეზიდენტმა საკუთარი კომენტარით განამტკიცა, რომ შეწყალების გადაწყვეტილება კოორდინირებული იყო ხელისუფლების ძირითად შტოებთან" 20.05.2020 16:08

პრეზიდენტმა საჯაროდ დადასტურა, რომ კონსულტაციები ჰქონდა და დარწმუნებული ვარ, დაადასტურა იმიტომ, რომ მისთვის ალბათ, შეურაცხმყოფელი იყო ის აბსოლუტურად ყალბი განცხადებები, რომელიც გაკეთდა უმრავლესობის ცალკეული დეპუტატების მხრიდან, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რითაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, პრეზიდენტის ამ განცხადებით გამოჩნდა, რომ შეწყალება იყო შეთანხმებული გადაწყვეტილება.

 

ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის წევრებმა, მათ შორის, ირაკლი კობახიძემ, უნდა ახსნან, რატომ განაცხადეს, რომ პრეზიდენტის გდაწყვეტილების შესახებ საქმის კურსში არ იყვნენ.

 

„იმთავითვე ვფიქრობდი და ახლაც იგივე აზრი მაქვს, რაც განამტკიცა პრეზიდენტმა მისი კომენტარით, რომ ეს გადაწყვეტილება იყო კოორდინირებული ხელისუფლების ძირითად შტოებთან. ის, რომ კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს არ იცოდა, რა თქმა უნდა, ეს არ იყო გულწრფელი, იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ გადაწყვეტილების დროს კონსულტაციებს გაივლიდა, ის ამ გადაწყვეტილებით ფაქტის წინაშე არ დააყენებდა ხელისუფლებას. მე მაინც დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს იმ ტიპის პოლიტიკური აქტი იყო, რომლის თაობაზე გარკვეული კონსულტაცია პრეზიდენტს ექნებოდა იმ პირებთან, ვინც დაასახელა, მათ შორის პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან და მან ეს საჯაროდ დაადასტურა. დარწმუნებული ვარ, იმიტომ დაადასტურა, რომ მისთვის ალბათ, შეურაცხმყოფელი იყო ის აბსოლუტურად ყალბი განცხადებები, რომელიც გაკეთდა უმრავლესობის ცალკეული დეპუტატების მხრიდან, რომ მათ თითქოს არ იცოდნენ, განაწყენდნენ და არ მოეწონათ პრეზიდენტის გადაწყვეტილება,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ მან აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ბრიფინგამდე ცოტა ხნით ადრე საქმის კურსში ჩააყენა „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარე - ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ