დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

„ვიმედოვნებ, რომ მანდ ვიქნები ოქტომბერში, როგორც დამკვირვებელი - შექებას იმსახურებს პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობა, ოპოზიცია, რომლებსაც ძალიან რთულ დროში მოუწიათ გავლა“ 20.05.2020 23:21

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი აცხადებს, რომ შექებას იმსახურებს საქართველოს მთავრობა და ოპოზიცია, რომლებმაც რთულ დროში გამოსავლის პოვნა სცადეს. 

 

„გარკვეული გამოწვევები არსებობს საქართველოში, თუმცა ეს გამოწვევები ყველგანაა იქნება ეს კორონავირუსთან დაკავშირებით, პოლიტიკასთან, თუ სხვა რამ. ჩვენც საკუთარი საპრეზიდენტო არჩევნები გვიახლოვდება, რაც ასევე საინტერესო იქნება. მიუხედავად ამისა, მე მიმაჩნია, რომ საქართველოში, ქართველი ხალხის სახელით დიდი პროგრესი იქნა მიღწეული. ვიცი, კვლავ არის გარკევული საკითხები მოსაგვარებელი, თუმცა მთავარი თემა მოახლოებული არჩევნებია. ვიმედოვნებ, რომ მანდ ვიქნები ოქტომბერში, როგორც დამკვირვებელი. ეს დამოკიდებულია მიმოსვლაზე, ასევე, კონგრესის სამუშაო გრაფიკზე. კიდევ ერთხელ, შექებას იმსახურებს განსაკუთრებით, პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობა, ოპოზიცია, რომლებსაც ძალიან რთულ დროში მოუწიათ გავლა და ეცადნენ, გამოსავლის მოძებნას. შესაძლოა ეს გამოსავალი ყველას არ მოეწონოს, თუმცა დემოკრატია სწორედ ეს არის“, - განაცხადა კინზინგერმა ონლაინ პრესკონფერენციაზე.

 

იგი შესავალ სიტყვაში საუბრისას ანაკლიის პორტის საკითხსაც შეეხო. „ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ვესაუბრე საქართველოს მთავრობას და როგორც მითხრეს, ისინი დაინტერესებულნი არიან ამერიკული ინვესტიციით ამ პროექტში. იმედი მაქვს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდება ამ პროექტის განხორციელება. მინდა მივულოცო ჩვენს ელჩს საქართველოში - კელი დეგნანს. ვფიქრობ, რომ ის ძალიან კარგად მუშაობს“, - განაცხადა კინზინგერმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ