დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"გიგა ბოკერია არის ნომერ პირველი გოიმი" - ირაკლი კობახიძე 21.05.2020 17:14

გიგა ბოკერია არის ნომერ პირველი გოიმი,- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ის ევროპული „საქართველოს წევრის" გიგა ბოკერიას განცხადებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, ზოგადად, ოპიზიცია „გოიმური ქცევებით და საუბრით გამოირჩევა“, რაც კარგად გამოჩნდა „ლეიბორისტული პარტიის" ოფისში.

 

„ძალიან მარტივად არის ყველაფერი, გოიმურად გამოიყურებიან, გოიმურად იქცევიან, შესაბამისად, მეტი არაფერია გოიმობა და ამ გოიმობის გამო, ისინი მიიღებენ პასუხს საზოგადოებისგან. გოიმობა რა არის - ყველამ კარგად იცის, საზოგადოებამ იცის, რას ნიშნავს გოიმური ქცევა და საუბარი და ეს ყველაფერი ვნახეთ ჩვენ მაგალითად, ლეიბორისტული პარტიის ოფისში,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კითხვაზე, ხომ არ გამოიწვევს, მსგავსი განცხადებები საზოგადოების პოლარიზაციას, კობახიძე ამბობს, რომ პოლარიზებას ერთადერთი რამ უწყობს ხელს და ეს არის კრიმინალები პოლიტიკაში.

 

„საქართველოში უნდა დასრულდეს ეს, როცა კრიმინალები რჩებიან პოლიტიკაში და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ,"- აცხადებს კობახიძე.

 

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „პოსტივის“ ეთერში ოპოზიციას გოიმური უწოდა, რასაც დღეს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კობახიძე საკუთარი თავის შლეგად წარმოჩენას ცდილობს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ