დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

„ჩვენ ვირჩევთ მშვიდობას და დღის წესრიგს „პოლარიზაციის მიღმა“, „...ისტების“ დრო უნდა დასრულდეს“ - ანა დოლიძემ მოძარობა „ხალხისთვის“ დააფუძნა 21.05.2020 21:07

 

ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რომ არ ვიყოთ პოლარიზების ტყვეობაში მყოფი პოლიტიკოსების იმედად. ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ უნდა გავერთიანდეთ იმ იდეების გარშემო, რომელიც უკეთეს ცხოვრებას არა არჩევნების შემდეგ, არამედ ყოველდღე, ყოველ კვირა და ყოველ თვე მოგვიტანს. ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ უნდა ავიღოთ მის მომავალზე პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ მოძარობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა. როგორც ანა დოლიძე აღნიშნავს, მოძრაობის მიზანია სუფთა ხელებით, ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნა.

 

„ჩვენ ვირჩევთ მშვიდობას და დღის წესრიგს „პოლარიზაციის მიღმა“, „...ისტების“ დრო უნდა დასრულდეს; ჩვენ ვირჩევთ სწრაფ სვლას მომავლისკენ და არა დაუსრულებელ ქექვას წარსულში; ჩვენ გთავაზობთ სახალხო სივრცეს, სადაც ერთად ავიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენს მომავალზე - ეს ქვეყანა ჩვენია! ჩვენ მოვიგებთ ომს შიმშილთან, გვჯერა, რომ შესაძლებელია საქართველოს პოტენციალით ეკონომიკური ნახტომის გაკეთება; ჩვენ შევქმნით სამართლიან მართლმსაჯულების სისტემას; ჩვენ დავტოვებთ კორუფციას და ნეპოტიზმს წარსულში და შევქმნით კარგ მმართველობას, რომელიც წაიყვანს ქვეყანას წინ. ჩვენ შევქმნით ქართულ კულტურულ ფასეულობებზე დამყარებულ ევროინტეგრაციის ამოცანებთან და სწრაფ განვითარებასთან თანხვედრ ქვეყანას; შევქმნათ სამართლიან, თანასწორობაზე დაფუძნებულ ჯანსაღ გარემოს; ჩვენ უნდა შევქმნათ მუხტი და დავიბრუნოთ რწმენა სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის,“ - ასე მიმართა ანა დოლიძემ მანიფესტით ხალხს და მოუწოდა მათ გაერთიანებისკენ.

 

სამოქლაქო მოძრაობა „ხალხისთვის“ გუნდის წევრები არიან: ლელა გულედანი, თამარ ჯაფარიძე, ნიკოლოზ გვაზავა, ნინო წულაძე, ხატია მირცხულავა, ლაშა ანაკიძე, მარიამ რუხაძე, ქეთევან მუსერიძე, ნიკო ქვაცაბაია და მაკა ტოხიშვილი.

 

სამართლის დოქტორი (JSD) Cornell University; ანა დოლიძე იყო საიას თავმჯდომარე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე; საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მას აქვს 15-წლიანი სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო და ქართულ ორგანიზაციებში.

 

აღნიშნულ ინფორმაციას ანა დოლიძის პრესსამსახური ავრცელებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ