დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

ვლადიმერ ჟირინოვსკი ხელისუფლებას სთავაზობს, რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავების შემდეგ, ის პატიმრებზე გამოსცადონ 23.05.2020 13:44

რუსეთის „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი, ვლადიმერ ჟირინოვსკი ხელისუფლებას სთავაზობს, როდესაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შემუშავდება, ის პატიმრებზე გამოსცადონ. მისი თქმით, ვაქცინაცია პატიმრებში ნებაყოფლობითი უნდა იყოს და თუ პატიმრები დათანხმდებიან, მათ სასჯელის ვადა ორჯერ უნდა შეუმცირდეთ.

 

„თუ მე პრეზიდენტის პოსტს მომცემთ 2024 წელს, მეც მზად ვარ ჩემზე ნებიმისმიერი მედიკამენტი გამოსცადოთ“,-განაცხადა ჟირინოვსკიმ.

 

რუსეთის დუმის დეპუტატი მიიჩნევს, რომ სარგებლის სანაცვლოდ ვაქცინიზაციას ათასობით ადამიანი დათანხმდება.

 

რუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო 14 ვაქცინა მუშავდება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ