დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

„განსაკუთრებით როცა მხედავს, მას ემართება ბნედა, პოლიტიკურ ბნედას ვგულისხმობ - მე მინდა დანანებით აღვნიშნო, რომ ეს ადამიანი ბნელეთისკენ მიაქანებს საკუთარ პოლიტიკურ ძალას“ 27.05.2020 23:39

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი გიგა ბოკერიას პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას პასუხობს: 

 

“განსაკუთრებით როცა მხედავს, მას ემართება ბნედა, პოლიტიკურ ბნედას ვგულისხმობ. მე მინდა დანანებით აღვნიშნო, რომ ეს ადამიანი, ბნელეთისკენ მიაქანებს საკუთარ პოლიტიკურ ძალას იმის გამო, რომ დღეს მისი პოლიტიკური პარტია, ესენი არ იყვნენ ნაციონალურ მოძრაობაში დარჩენილი ნაციონალები, ესენი იყვნენ ვითომ გასუფთავებული ნაციონალები, რომლებიც საყვედურობდნენ პრემიერმინისტრს, ეს ჯარიმების ოდენობები მაღალი რომ არის ვაპროტესტებთო და ეკლესიის წარმომადგენლები არ დააჯარიმეთო. ისინი და ბატონი გიგა, რა თქმა უნდა, გაღიზიანებული არიან, როდესაც მე ვიხსენებ ილია ჭავჭავაძეს, რა თქმა უნდა, გაღიზიანებული და მსაყვედურობს, რატომ ვიყენებ საუბრისას ქართულ ლიტერატურას, ეს არის პროდასავლურობას მოფარებული ანტიდასავლური ძალა”, — განაცხადა წულუკიანმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ