გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში Twitter გვერდის მეშვეობით ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიას ეხმაურება.
„გუშინდელ ეუთო-ს მუდმივ საბჭოს სხდომაზე საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ნათელია: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრული მხარდაჭერა, ასევე მიმდინარე ე.წ. „ბორდერიზაციასთან“ დაკავშირებით პასუხისმგებელ პირებს მოვუწოდებთ თავი შეიკავონ დესტაბილიზაციისკენ მიმართული ახალი ნაბიჯებისგან“, - დაწერა მიხაელ ზიბერტმა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge