დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ტირანია დემოკრატიის და უმცირესობის სახელით - არის თუ არა "სექსუალური ზეწოლა" დანაშაული? 30.05.2020 17:08

ბესიკ ლაგვილავას ბლოგი:

 

ახლა, რა თქმა უნდა ძალიან გვიანაა. ტირანია უკვე შემდგარი ფაქტია! 1998 წელს ვაშინგტონის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირ ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის მახლობლად მდებარე სასტუმროს - "ჯორჯტაუნ ინში" მიგვაქანეს და ნომერში შესულს პირველი რაც თვალში მომხვდა იყო მაგიდაზე დადებული ვიზიტის პროგრამა და... წერილი..

 

Dear Sir Besik Lagvilava .. ასე იწყებოდა ეს წერილი და გრძელდებოდა ტექსტით, რომელშიც საუბარი იყო, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მეთქვა ქალისთვის ერთი და იგივე კომპლიმენტი სამჯერ, არ უნდა შემეხედა მისი სხეულის ეროტიკული ნაწილებისთვის და ა.შ. რადგან ეს ყველაფერი შესაძლოა განხილულიყო, როგორც "სექსუალური ძალადობა"! არ ვიცი, ვინ და როგორ დაადგინა, რომ ორჯერ "ლამაზი თვალები გაქვს" თქმა - არ ჩაითვლებოდა ძალადობად და სამჯერ - "კი" მაგრამ ცხადი იყო - დაადგინეს და მორჩა!

 

SCIENTIFIC AMERICAN-ში ერთი სტატიიდან იმ ფსიქოლოგთა დაკვირვების შესახებ მქონდა წაკითხული სტატია, რომელიც როკუელ კენტის ერთი ცნობილი სურათზე მამაკაცების და ქალების რეაქციას ასახავდა. ქალები ამ სურათზე პირველ რიგში აკვირდებოდნენ ფერმერი თუ ტრაქტორისტი მამაკაცის ძლიერ, დაკუნთულ ბეჭებს, მათი შემდეგი მზერა კი წელს ქვემოთ მიიმართებოდა... მამაკაცები კი პირველ რიგში ფეხმძიმე ქალის მუცელს, შემდეგ თეძოებს და მკერდს.. მხოლოდ ამის შემდეგ სახეს! ხოლო ყველაზე მეტ სიამოვნებას (ამას თვალის გიგების გაფართოება-შევიწროების ხარჯზე ადგენდნენ) სიამოვნებდათ, სწორედ ქალის თეძოს და მკერდის ყურება... ქალებს არ ვიტყვი - რისა! ანუ ეს არის ნორმალური ქალის და მამაკაცის რეაქცია მოწინააღმდეგე სქესის ადამიანის ნახვისას.

 

თუ ქალს შეხედავ და თავდაპირველად მზერა მკერდისკენ გაგექცევა ამაში არაფერია არც სასირცხვილო და არც "დასაჭერი"... მაგრამ ამერიკაში გახურებული კლინტონ-ლევინსკის პროცესი მიდიოდა. ვისაც არ ახსოვს, მათვის ვიტყვი - აშშ-ს პრეზიდენტ კლინტონს ბრალს სდებდნენ, რომ მან ცრუ ჩვენება მისცა სასამართლოს მასსა და თეთრი სახლის სტაჟიორ მონიკა ლევინსკის შორის არსებული სექსუალური ურთიერთობების შესახებ. ჩემი ამერიკაში ჩასვლისას, ის მომენტი იყო, როცა კლინტონის ადვოკატები აპირებდნენ სასამართლოსთვის დაემტკიცებინათ, რომ კლინტონს ტყუილი არ უთქვამს, როცა თქვა ლევისკისთსნ სექსი არ მქონიაო, რადგან ორალური სექსუალური აქტი ვერ ჩაითვლებოდა სრულყოფილ სექსუალურ აქტად... რაც პრინციპში სასამართლომ გაიზიარა კიდეც... ამას მოყვა ტალღა, როცა ამერიკას გადაუარა "შეფების", ქმრების, მეზობლების და ა.შ. სექსუალურ ძალადობაში ბრალდებების ტალღამ. ჩემი იქ ყოფნის დროს 600 000 დოლარით ისე დააჯარიმეს შეფი, რომელიც ხშირად უყურებდა მისი თანამშრომელი ქალის ბარძაყებს, რომ არავის უკითხავს, როცა მოკლე კაბებს იცვამდა - ისახავდა თუ არა მიზნად ეს ქალი, რომ მისთვის ყურადღება მიექციათ მამაკაცებს!

 

მე კი ამ კითხვას დავსვამდი! ისახავს თუ არა ქალი მიზნად, როცა ღრმადეკოლტიან ან წელში გამოყვანილ კაბას იცვამს ან თუნდაც თვალებს იღებავს, მიიპყროს საწინააღმდეგი სქესის წარმმადგენელთა ყურადღება... მე ვფიქრობ, რომ ეს სრულიად ბუნებრივი პროცესია და არ მიკვირს არც იმ ჩიტების, რომლებსაც იმიტომ აქვთ ასეთი ლამაზი ათასფერა ფრთები, რომ დედალს თავი მოაწონონ! და არც იმ დელფინების, რომლებიც ცდილობენ შესაძლებელზე მაღლა ახტნენ იგივე მიზნის მისაღწევად!ზუსტად იგივე სცენარი განმეორდა ორ თვეში ავსტრიაში ვიზიტისას, როცა სატუმროში იგივე სახის წერილი დამხვდა, რომელიუც სამჯერ ერთი და იგივე კომპლიმენტის თქმას უკრძალავდა მამაკაცს! თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია ჩემთვის ჩამედინა "საშინელი დანაშაული" და ხუთჯერ ერთი და იგივე კომპლიმენტი მეთქვა ლამაზი ასისტენტი ქალისთვის - სოფიასთვის, რომელსაც ძალიან ლამაზი ღიმილი ჰქონდა და უფრო გულისამაჩუყებელი მკერდი ჰქონდა, არაფერს ვიტყვი ქათქატა თეთრ პერანგებზე, რომელიც ასე უხდება საქმიან ქალებს... მას ჩემთვის არ უჩივლია!

 

ერთი სიტყვით, "კლინტონ-ლევინსკის" პროცესის ბაცილა ამერიკიდან ევროპას გადაედო. "სექსუალური ძალადობის" თემას გაგრძელება მოჰყვა საზოგადოებრივ წრეებში... ალბათ გახსოვთ, ცნობილ თუ უცნობ მსახიობთა ბრალდებები და რეჟისორთა და პროდიუსერთა "აღიარებები"! გახსვოთ სპორტსმენები, რომლეიბიც ციხეში იჯდნენ ძალადობის ბრალდებით? ამერიკაში ჩემი ყოფნისას სკანდალი აუგორეს კალათბურთის ისტორიაში ერთ ერთ უდიდეს კალათბურთელს აკიმ ოლაჯუვონს, რომელმაც ატლანტის ცნობილ ღამის კლუბ "გოლდკლაბში" 450 დოლარი გადაიხადა სტრიპტიზიორ ქალში... ჩვენ იქ მცხოვრებმა მეგობარმა ქართველმა, რომელსაც იქ გალერეა ჰქონდა, დაგვპატიჟა იმ კლუბში და როცა ამ კლუბის ზანგ მცველებს ვკითხეთ (მხოლოდ ინტერესის გულისთვის თუ რამდენად სწორი იყო ოლაჯუვონის ისტორია) რა დაგვიჯდებოდა აქაური სტრიპტიზიორი ქალი - გვიპასუხეს 450 დოლარი...

 

არის თუ არა "სექსუალური ზეწოლა" დანაშაული? 

 

არის! ერთმნიშვნელოვნად არის! მე გამიგია ლექტორებზე, რომლებიც ამოირჩევდნენ უპატრონო სტუდენტ გოგონას, რომელსაც და ნიშანს არ უწერდნენ მანამ, სანამ არ სექსუალურ ურთიერთობაში არ შევიდოდნენ მათთან... ასეთი ადამიანები ცხოველები არიან! ასეთი სახით ქალის დაუფლება - პირუტყვობა! ის მცირედით განსხვავდება იმ პირუტყვობისგან, როცა ერთმა მწყემსმა გააუპატიურა და მოკლა ამერიკელი ქალი, მისი პატარა შვილი და ქმარი... სწორედ ასეთ პირუტყვობას ვერ ვპატიობ, ზოგიერთ გავლენიან პოლიტიკოსსაც, რომელმაც თავისი ძალა და გავლენა მსგავსი ძალადობისთვის გამოიყენა... მაგრამ მე ვფიქრობ, რომ კომპლიმენტის, ლამაზი სიტყვების, ფლირტის, თავის მოსაწონებლად ჩადენილ უცნაურ საქციელთა გარეშე, ცხოვრება ბევრად უინტერესო იქნებოდა... აი ეს უკვე პოეზიაა...

 

ვფიქრობ, "სექსუალური ძალადობის" წინააღმდეგ ბრძოლაში დაიკარგა საზღვარი, რომელიც გადის მოწინააღმდეგე სქესის მიმართ მოწონების, სიყვარულის, პატივისცემის, თაყვანისცემის გამოვლენას და ძალის, გავლენის მეშვეობით სექსუალურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას შორის! მე ახლა კითხვას დავსვამ, რომელიც შესაძლოა, სრულიად შეუსაბამოდ მოგეჩვენოთ ამ საკითხთან მიმართებაში და პასუხსაც ისეთს გავცემ, რომელიც ერთი შეხედვით უცნაური მოგეჩვენებათ! ნუთუ კლინტონ-ლევინსკის პროცესი იქცა ამ "ანტიძალადობრივი" მოძრაობის მიზეზად? ე.წ. "სუფრაჟისტკები" და "ფემინისტები" მე-19 საუკუნის შუახანებიდან არსებობდნენ, თუმცა მათ წარმატება არ რგებიათ... უფრო ხშირად დაცინვის ობიექტები ხდებოდნენ... თუმცა, ყოფოერება განსაზღვრავს ცნობიერებასო და... ამ ყველაფერს სხვა საფუძველი აქვს და ამ საფუძველს ეკონომიკაში ნეოლიბერალიზმი ქვია, რომლის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ერთ-ერთი გამოვლნებაც არის ე.წ. "ლიბერტარიანიზმი"...

 

რა არის ნეოლიბერალიზმი?

 

ნეოლიბერალიზმი ყველა ადამიანს განიხილავს, როგორც თავისუფალ მეწარმეს, რომელიც საკუთარ ცხოვრებას მართავს, როგოც საწარმოს, ყოველ ადამიანურ ურთიერთობას, როგორც ყიდვა-გაყიდვის კონტრაქტს! ამის სახეა თუნდაც საქროწინო კონტრაქტი და არა მხოლოდ; ყველაფერი დილით ჩაის დამყენებლის განსაზღვრიდან დაწყებული და ღამის სექსით დამთავრებული... მაგალითად, ნეოლიბერალიზმი ერთი კომპანიის, სახელმწიფო დაწსებულების თანამშრომელთა შორის და თუნდაც ოჯახის შიგნით ურთიერთობებს, განიხილავს, როგორც საბაზრო კონკურენციას!

 

კარგად დააკვირდით! კონკურენციას - ყველგან და ყოველთვის!

 

ნეოლიბერალიზმის თეორიის მიხედვით ასე ორგანიზებული ბაზრის არსებობას და ფუნქციონირებას გააჩნია დამოუკიდებელი ღირებულება და ამ საბაზრო ელემენტთა (ადამიანების ჩათვლით) შორის ურთიერთობა წარმოადგენს ეთიკის (კანონის, მორალის) ფუნდამენტალურ საფუძველს! ნეოლიბერალიზმი არ ასხვავებს ერთმანეთისგან საბაზრო ეკონომიკას და საბაზრო საზოგადოებას და ის ამბობს, რომ როგორც ეკონომიკის, ასევე საზოგადოების მამოძრავებელი ძალა მერკანტილიზმი ანუ გამორჩენაა... ახლა ხელახლა გადაიკითხეთ ბოლო ექვსი აბზაცი და კარგად ჩაიხედეთ - სად არია აქ ადგილი ადამიანისთვის, პოეზიისთვის, სიყვარულისთვის, კომპლიმენტებისთვის?! კონკურენცია! ბრძოლა! მეტოქეობა! მტრობა! თვით ერთი ოჯახის წევრთა შორის! ნეოლიბერალიზმის ეკონომიკურმა მიმდინარეობამ წარმოშვა ის უკიდურესი ლიბერტარიანიზმიც, რომელმაც ფაქტიურად დაიპყრო მედია და ინტერნეტ სივრცე... ლიბერტარიანიზმი რომელიც ფაქტიურად უარყოფს სახელმწიფოს, საზღვრებს, ადამიანთა სექსუაურ განსხვავებულობას და ბევრი რამით უახლოვდება უკიდურეს, რადიკალურ ბოლშევიზმს, სხვადასხვა სახის კომუნისტურ მემარცხენე სოციალისტურ, სოციალურ-ანარქისტულ მიმართულებებს! ლიბერტარიანიზმს ხშირად ბრალს სდებენ, რომ ის არ გამორიცხავს "ნებაყოფილებით მონობას"!

 

ახალგაზრდებს არ ახსოვთ და უნდა გავახსენოთ, ის უზარმაზარი სოციალური ექსპერიმენტი, რომლის განხორციელებაც რუსეთის იმპერიაში დაიწყო 1917 წლის რევოლუციის შედეგად, რომელსაც მოყვა ოჯახის ინსტიტუტის ნგრევისკენ, კომუნების შექმნისკენ, ხლისტური ცხოვრების წესისკენ, საერთო შვილების აღზრდისკენ გადადგმული ნაბიჯები... რომ არა ტროცკის, ზინოვიევ-ბუხარინების დამარცხება რუსეთის კომპარტიის შიგნით - ეს სოციალური ექსპერიმენტი გაგრძელდებოდა და ვინ იცის, სანამდე მიგვიყვანდა... არაფერია ამ ქვეყნად ახალი.. ყველაფერი კარგად დავიწყებული ძველია! არც ლიბერტარიანიზმი, რომლის იდეებითაც თავს იწონებენ ბროშურების და ბუკლეტების კითხვით განათლებამიღებული აქტივისტები, რომლებმაც არ იციან, რომ მსოფლიოს ნომერ პირველი კომუნისტი ბრეჟნევი რატომღაც ნომერ პირველ გერმანელ კომუნისტს ხონეკერს ტუჩებში კოცნიდა!

 

 

გაგრძელება იქნება!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ