ზაალ ანჯაფარიძის ბლოგი:
გასულ კვირას რამდენიმე მნიშვნელოვანი და ამავე დროს საგანგაშო მოვლენა მოხდა
დავიწყებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რომელიც ოპერატიული ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ საქართველოში პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას. სუს-მა გამოძიება დაიწყო და ვფიქრობ აუცილებელია, რომ გამოძიების შედეგები საზოგადოებამ იცოდეს, რადგანაც საქმე მეტად მგრძნობიარე საკითხს ეხება. დაკვირვებული ადამიანი ოპერატიული ინფორმაციის გარეშეც შეამჩნევდა საჯარო სივრცეში კონკრეტული მოქალაქეების, ორგანიზაციების თუ ჯგუფების აქტივობას, რომლებიც ზოგჯერ ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის, ზოგჯერ ნაციონალ-პატრიოტული სულისკვეთების საფარქვეშ, ნებით თუ უნებლიეთ ხელს უწყობდნენ აზერბაიჯანულ ეთნიკურ უმცირესობაში ქართველების მიმართ კონფრონტაციული განწყობის გაჩენას და პირიქით. ამის შედეგი ამ რეგიონებში კონფლიქტოგენური გარემოს შექმნა. კონფლიქტოგენური გარემოდნ რეალურ კონფლიქტამდე კი რომ იტყვიან ერთი ნაბიჯია და საქართველომ ეს არაეთხელ მწარედ იწვნია. ბუნებრივად ჩნდება კითხვა, ხომ არ არის ეს პროცესი მართვადი გარე ძალების მიერ, ან ხომ არ დგანან ამის უკან ადგილობრივი დესტრუქციული პოლიტიკური ჯგუფები. ჩემის აზრით, დასაშვებია ორივე ვარიანტი
ამ პროცესს საეჭვოდ დაემთხვა გასულ კვირას საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიული განწყობის მატება, რაც მკაფიოდ გამოიხატა ლუგარის ცენტრთან დაკავშირებულ განცხადებების ტონალობაში და ცხინვალის რეგიონთან გამყოფი სადერმაკაციო ხაზის საქართველოს ტერიტორიის შიგნით შემოწევის გააქტიურებაში. საუბარია საკმაოდ მნიშვნელოვან ფართობზე. მიაქციეთ ყურადღება, რომ აზერბაიჯანულ თემთან ურთიერთობების დაძაბვის პროვოცირება, ე.წ. „საზღვრის“ გადმოწევა და ლუგარის ცენტრზე თავდასხმები ხდება წინასაარჩევნო პერიოდში. ეს ყოველივე მმართველ პარტიას დამატებით პრობლემებს უქმნის, ხოლო ოპოზიციას აძლევს შესანიშნავ ინსტრუმენტებს და საბაბს ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად. სიტუაცია ძალიან დაძაბულია და პროვოკაციები ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს.
ალბათ ბევრმა უყურა და მოუსმინა პარლამენტში პრემიერ-მინისტრ გახარიასა და „ნაც-ოპოზიციის“ ორ-რაუნდიან შერკინებას, რომელიც „ნაცებმა“ და „ევრონაცებმა“ მწარედ წააგეს. საზოგადოებამ ისიც გაიგო თუ როგორ შემცირდებოდა“ ქვეყნის ბიუჯეტის 6,1 მილიარდით, თუკი „ევრონაცების“ გეგმას მთავრობა მიიღებდა და როგორ დარჩებოდა უხელფასოდ და უპენსიოდ უამრავი ადამიანი. საზოგადოებამ ასევე თვალნათლივ დაინახა, რომ „ნაცმოძრაობას“ და მის განშტოებებს რევანში სწყურიათ და არა მხოლოდ „ქართულ ოცნებაზე,“ არამედ იმ ხალხზე, ვინც ისინი 2012 წელს ხელისუფლებას ჩამოაშორა. ამიტომაც არის, რომ წინასწარ აცხადებენ საკუთარ თავს არჩევნებში გამარჯვებულად, რომ გარდუვალი წაგების მერე რევოლუციის გზით შეეცადონ ხელისუფლების აღებას და ამაში მათი მომსახურე ტელევიზიები და დასავლელი მოკავშირეები დაიხმარონ. ცალსახად ვიტყვი, რომ მხოლოდ საზოგადოების მობილიზაციას შეუძლია ამ გეგმის ჩაშლა. თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მისცეს საზოგადოებას ამის მყარი საფუძველი, თუკი ხელისუფლებაში დარჩენა სურს, არ მიიღოს საზოგადოებისთვის მიუღებელი გადაწყვეტილებები და ასევე იფიქროს შესაძლო პოლიტიკურ მოკავშირეებზეც.
და ბოლოს, გასულ კვირას „TV-პირველმა“ სრულად აჩვენა თუ რომელი პოლიტიკური ძალის სამსახურში ჩადგა. მით უფრო ტრაგიკულად გამოიყურება ამ ტელევიზიის მესვეურთა მიერ სხვებისთვის მორალის კითხვა, მათი განვლილი გზიდან გამომდინარე.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge