დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

„იქ, სადაც სააკაშვილია, აუცილებლად სრულდება მის წინააღმდეგ აჯანყებით, ხალხის აჯანყებით" 04.06.2020 21:39

მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" პრეზიდენტ მალხაზ გულაშვილისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსი ჟურნალისტი მაქსიმ შევჩენკო უკრაინაში მიხეილ საკაშვილის დანიშვნას შეცდომად აფასებს. მისი თქმით, სააკაშვილის დაპირებებს ხალხი იჯერებს, თუმცა ბოლოს მისი მმართველობა ხალხის აჯანყებით სრულდება. 

 

"მე ვფიქრობ, ზელენსკი საშინელ შეცდომას უშვებს ან შეიძლება არ არის შეცდომა, იქნებ მართლა ასე ფიქრობს, იქნებ პროგრესულ პოლიტიკურ მოღვაწედ მიაჩნია. ნებისმიერ შემთხვევაში, საეჭვოა, რომ ამას მოყვება უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება. როგორც ქართველი ხალხის უმრავლესობას, სააკაშვილი მიმაჩნია დამნაშავედ, რომელიც ცდილობდა, ჩაეფურთხებინა საქართველოსთვის სულში, რომლის თანამზრახველები შეურაცხყოფას აყენებდნენ ეკლესიას, პატრიარქს, საქართველოს მფარველ ღვთისმშობელსაც კი, სცადეს, თავს დასხმოდნენ. იქ, სადაც სააკაშვილია, აუცილებლად სრულდება მის წინააღმდეგ აჯანყებით, ხალხის აჯანყებით", - განაცხადა შევჩენკომ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ