დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ორპარტიული კომისიის წევრები საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას მიესალმებიან 29.06.2020 23:33

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ორპარტიული კომისიის წევრები საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას მიესალმებიან. აღნიშნულის შესახებ HDP-ის "ტვიტერის" გვერდზე განთავსებულ განცხადებაში წერია.

 

"მივესალმებით საქარველოს პარლამენტის მიერ რეფორმების მიღებას, რომ უპასუხოს ქართველი ხალხის მოთხოვნებს უფრო წარმომადგენლობითი და გამჭვირვალე პოლიტიკური სისტემისთვის. HDP მზაობას გამოხატავს, დაეხმაროს მრავალწლიან პარტნიორებს პარლამენტში, როდესაც ისინი ამ კრიტიკულ დემოკრატიულ რეფორმას აამოქმედებენ", - წერია განცხადებაში.

 

ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა, რომლის თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება. კონსტიტუციურ კანონპროექტს მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ