დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

რა ქვეტექსტი და კონტექსტი დაინახა დიპკორპუსმა NGO-ების დემარშში? 01.07.2020 20:55

ზაალ ანჯაფარიძის პოსტი:

 

თვალს ვადევნებდი 52 ენჯეოს დაპირისპირებას დეპუტატ სოფო კილაძესთან, რაც უკავშირდებოდა მათ მცდელობას არ დაეშვათ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად კილაძის არჩევა. შემთხვევა საყურადღებო და ერთგვარად პრეცედენტულიც კი იყო თუნდაც იმიტომ, რომ აღნიშნული NGO-ები, რომლებსაც მათი პოზიციებიდან გამომდინარე, არ მოსწონდათ სოფო კილაძე, მზად იყვნენ, რომ საქართველო არ ყოფილიყო წარმოდგენილი გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტში. სამოქალაქო სექტორისადმი პატივისცემის მიუხედავად, და მიუხედავად იმისა, რომ ყველას აქვს საკუთარი მოსაზრების საჯაროდ გამოხატვის თავისუფლება, ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს არ იყო მთლად სახელმწიფოებრივი მიდგომა საკითხისადმი და უფრო ატარებდა პერსონალიზირებული შეტევის ნიშნებს.


აღმოჩნდა რომ ამ 52 არასამთავრობოს პოზიცია და კილაძისადმი დამოკიდებულება მიუღებელი და გაუგებარი აღმოჩნდა დიპლომატიური კორპუსისათვისაც. ამას მოწმობს გერმანიის, ავსტრიის, საფრანგეთის საელჩობის მიერ დაფიქსირებული პოზიცია, რომელიც არ იზიარებს ამ 52 არასამთავრობოს მიდგომას. ეს განსაკუთრებით ნიშანდობლივია, იქიდან გამომდინარე რომ საელჩოები ყურადღებით ეკიდებიან ხოლმე სამოქალაქო სექტორის პოზიციებს. ამ შემთხვევაში, კი მათ როგორც ჩანს მკაფიოდ დაინახეს კილაძის მიმართ ამ NGO-ების დემარშის სხვა ქვეტექსტი და კონტექსტი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ