დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლა სამწუხარო და მიუღებელია - ზურაბიშვილი 09.07.2020 16:34

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მოსკოვის „ცსკა“- ში გადასვლას ეხმაურება.

 

როგორც პრეზიდენტი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, შენგელიას გადაწყვეტილება მისთვის სამწუხარო და მიუღებელია.

 

„ჩემთვის სამწუხაროა და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის ცსკაში გადასვლასთან დაკავშირებით“, - წერს ზურაბიშვილი.

 

თორნიკე შენგელიამ ესპანური "ბასკონია" 6 წლის შემდეგ დატოვა და რუსულ "ცსკა"-ში გადავიდა. ეს ფაქტი თავად ესპანურმა კლუბმა სოციალურ ქსელში დაადასტურა და ქართველ კალათბურთელს "ბასკონიაში" გატარებული დროისთვის მადლობა გადაუხადა. ინფორმაცია მოსკოვური კლუბის ოფიციალურმა twitter გვერდმაც დაადასტურა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი რუსული არმიის კლუბში მომავალი 3 წლის განმავლობაში ითამაშებს

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ