დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ახალი სახეები ქართულ პოლიტიკაში - პარტია ,,რეფორმერი“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას 09.07.2020 20:23

პარტია ,,რეფორმერი“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. პარტია ,,რეფორმერის“ ინფორმაციით, დღეს, პარტიის პრეზენტაციას პარტიის მხარდამჭერები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელები: საფრანგეთის ელჩი, საერთაშორისო ორგანიზაციების USAID, IRI, UNDP, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის წარმომადგენელები ესწრებოდნენ. მათივე ინფორმაციით, პარტია ,,რეფორმერი“ აერთიანებს სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ წარმატებულ ახალგაზრდებს. გუნდის წევრები ქართულ პოლიტიკაში ახალი სახეები არიან. პარტიის ლიდერის თორნიკე ჯანაშვილის განცხადებით, ახალი პარტიის დაფუძნების მიზანია, შეცვალოს საქართველოში არსებული პოლიტიკური რეალობა და პოლიტიკურ პროცესებში გზა გაუხსნას ახალგაზრდა წარმატებულ პროფესიონალებს. პარტიის პრეზენტაციაზე ,,რეფორმერის“ დამფუძნებელმა თორნიკე ჯანაშვილმა მოწვეულ სტუმრებს გუნდის წევრები წარუდგინა და პარტიის ხედვები გააცნო.

 

,,ჩვენი მიზანია ჩვენი გამოცდილება და რესურსი გამოვიყენოთ ქვეყნის განვითარებისთვის და დავამკვიდროთ პოლიტიკის ახალი სტანდარტი. ცვლილებების დროა. 30 წელია ვუყურებთ ერთი და იგივე სახეებს, რომლებიც გვპირდებიან უკეთეს ქვეყანაში ცხოვრებას, მაგრამ რეალურად ადამიანებისთვის არაფერი იცვლება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება რადიკალურად გადამწყვეტი. ჩვენი გუნდის წევრებს გვაქვს სუფთა წარსული, ჩვენ ვართ ახალი სახეები და სწორედაც რომ ჩვენმა თაობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყნის განვითარებაზე“, - განაცხადა თორნიკე ჯანაშვილმა. პარტიის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა საფრანგეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი და თორნიკე ჯანაშვილის პირადი მრჩეველი ანტუან ბარდონი. მან საფრანგეთის კონსტიტუციისა და პარტიის ღირებულებებს შორის არსებულ მსგავსებებზე გაამახვილა ყურადღება.

 

,,რეფორმერის“ დაარსების პირველივე დღიდან თვალს ვადევნებ ,,რეფორმერების“ აქტივობებს. თორნიკე ჯანაშვილს ვიცნობ ძალიან დიდი ხანია. ჩვენ ერთად გვქონდა შეხვედრები ბრიუსელსა და გერმანიაში ევროპელ პოლიტიკოსებთან. ჩემთვის მნიშვნელოვანია ,,რეფორმერის“ იდეები: თავისუფლება თანასწორობა და მდგრადობა, რაც ძალიან ჰგავს საფრანგეთის კონსტიტუციის მთავარ პოსტულატებს. მივესალმები, ,,რეფორმერის“, როგორც პოლიტიკური პარტიის დაფუძნებას, ქართულ პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართვა, რომელთაც აქვთ ევროპული ხედვა და დემოკრატიის მაღალი სტანდარტი", - განაცხადა ანტუან ბარდონმა.

 

პარტიის ცნობით, „რეფორმერმა“ უკვე წამოიწყო განსხვავებული საარჩევნო კამპანია. გუნდის წევრების წინასაარჩევნო შეხვედრები და სამუშაო რეჟიმი სოციალურ ქსელში გადის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ