დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

"მოსკოვის თალიბებთან კავშირზე არაკეთილსინდისიერი სპეკულაციების მიზეზი აშშ-ში მიმდინარე შიდა პოლიტიკური ბრძოლაა" 10.07.2020 15:59

ბრალდებები მოსკოვის თალიბებთან კავშირის შესახებ არაკეთილსინდისიერ სპეკულაციებს ეფუძნება და კონკრეტული ფაქტები წარმოდგენილი არ არის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

 

„ეს ყველაფერი აშშ-ში დაგეგმილი არჩევნების წინ მიმდინარე შიდა პოლიტიკური ბრძოლის გამო შეიქმნა,“- განაცხადა სერგეი ლავროვმა.

 

შეგახსენებთ, გუშინ ამერიკელმა არმიის გენერალმა მარკ მილეიმ განაცხადა, რომ აშშ დარწმუნებულია, რომ რუსეთი ავღანეთში თალიბ ამბოხებულებს ეხმარებოდა, თუმცა არ აქვს იმის მტკიცებულება, რომ ამერიკელების წინააღმდეგ თავდასხმებს ის მართავდა, ან ამერიკელი სამხედროების მკვლელობის სანაცვლოდ ფულად ჯილდოს იხდიდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ