საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, რომლის თანახმადაც მეათე მოწვევის პარლამენტი 120 პროპორციული სისტემით და 30 მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატისგან დაკომპლექტდება, აქტიური წინასაარჩევნო კამპანია მმართველ პარტიაშიც დაიწყეს და "ივანიშვილის კარზე" დასაწინაურებლად "შიდა ომებიც" გააქტიურდა. მართალია დაპირისპირება ჯერ საჯაროდ არ დაწყებულა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ივანიშვილი სიის გაწმენდას გვარიანად აპირებს, ეს სულაც არაა გამორიცხული. როგორც ამბობენ, კახა კალაძეც გაკვირვებული დატოვა წარმოდგენილმა სიამ, აღმოჩნდა, რომ ის თბილისის მასშტაბითაც კი თამაშგარე მდგომარეობაში დატოვეს. როგორც kvirispalitra.ge-ს ინფორმირებულმა წყარომ უთხრა, ახალ სიაზეც ირაკლი კობახიძე მუშაობს, ბიძინა ივანიშვილთან ერთად. სიის პირველი ნომერი კი გიორგი გახარია იქნება. სიაში ასევე შევა თეა წულუკიანიც, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარედ ამზადებენ.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge