დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

„მიმაჩნია, რომ საქართველოს პრორუსული ხელისუფლების მოშორება უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესია - ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა“ 13.07.2020 21:13

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოდან პრორუსული ხელისუფლების მოშორება უკრაინის ინტერესებშია. ამის შესახებ სააკაშვილმა „ინტერფაქს უკრაინასთან“ განაცხადა.

 

„მიმაჩნია, რომ საქართველოს პრორუსული ხელისუფლების მოშორება უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესია. თუმცა, ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა. მე არ გამოვხატავ არც პრეზიდენტის და არც სხვების აზრს ამ საკითხზე, რადგან არ ვარ უკრაინის ოფიციალური სახელმწიფო მოხელე. ეს ჩემი პირადი პოზიციაა და ის ძალიან მტკიცეა“, – განაცხადა სააკაშვილმა. მისი თქმით, ვერავინ აუკრძალავს ქართველს, იყოს ქართველი, იმ შემთხვევაშიც, თუ მას უკრაინის პასპორტი აქვს და უკრაინელი პატრიოტია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ