დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

„მომავალ არჩევნებზე სწორედ გიორგი გახარია უნდა გახდეს „ქ/ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი გამწევი ძალა“ 13.07.2020 21:37

 

ზაალ ანჯაფარიძის პოსტი:

 

გასული კვირის ამბებში რამდენიმეს გამოვყოფდი

 

ყველამ კიდევ ერთხელ დავინახეთ რაოდენ აქტიურია ჩვენი მედია. ხოლო ., „ოპოზიციურიმედია, საკუთარ თავს რომთავისუფალსუწოდებს, აქტივობასთან ერთად გამორჩეულად აგრესიული როგორც ხელისუფლების ისე საზოგადოების მიმართ. კარგია ეს თუ ცუდი, საზოგადოებამ შეაფასოს, მაგრამ როდესაც მავანნი შინ თუ გარეთ საუბრობენ საქართველოში მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე, უბრალოდ უხერხულია.


ლეიბორისტების საფიხვნოში შეკრებილ ოპოზიციასა და გაერთიანებაშიძალა რთობაშია,“ რომ იტყვიანტექტონიკური ძვრებიდაიწყო. როგორც ჩანს, ეს მაინც იყონაციონალებისდა მათი განშტოებების მიერ შექმნილი ერთჯერადი გამოყენების პროდუქტი. შესაბამისად, არჩევნებზე ერთიანი ფრონტით გამოსვლის იდეასაც წყალი შეუდგა.


უცხოელ ლობისტებთან მუშაობა ალბათ ის სფეროა, სადაცნაცმოძრაობადაევრონაცებისჯობნიან/ოცნებას,“ რომლისთვისაც ეს მიმართულება არასოდეს ყოფილა პრიორიტეტული. აშშ- კონგრესში მიღებული ბოლოდროინდელი ანგარიშები და კანონპროექტები, რომლებსაც აშკარად ატყვიანაციონალთალობისტების ხელი, წესით, გამომაფხიზლებელი უნდა გახდეს მმართველი პარტიისათვის.


მთავრობამ პანდემიის შედეგად შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტების აღდგენა დაიწყო და რაც თვალში მომხვდა, საზოგადოების ინფორმირების ხარისხი გაკეთებულ საქმეებზე ოდნავ გაუმჯობესდა, თუმცა ამ კუთხით გასაკეთებელი კიდევ ბევრია. გასულ კვირას კიდევ უფრო თვალნათელი გახდა, რომ მომავალ არჩევნებზე სწორედ გიორგი გახარია უნდა გახდეს/ოცნებისერთ-ერთი მთავარი გამწევი ძალა.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ