ვალერი ხაბურძანიამ რადიო "ჯორჯიან თაიმსისთვის" მიცემულ ინტერვიუში საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა.
როგორც მან მალხაზ გულაშვილის საავტორო გადაცემაში "რეალური პოლიტიკა" განაცხადა, არჩევნებისთვის "ნაციონალური მოძრაობა" კარგად მომზადებულია.
"რევანშისტული ჯგუფი, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერობით, კარგად მომზადებულნი არიან. მათ ყველაზე კარგად იციან ჩასაფრება, ყველაფერზე არიან წამსვლელნი.
ამ თვალსაზრისით, ხელისუფლება ხშირად ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს იქ, სადაც წესით არ უნდა უშვებდნენ.
"მე ხელისუფლების გულშემატკივარი ვარ.
დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის ხელისუფლების მობრუნება გამოიწვევს დიდ უბედურებას, რასაც რუსეთ-საქართველოს ხელახალი ომი ჰქვია. რა თქმა უნდა, ეს ომი 5 დღეში არ დასრულდება", - განაცხადა ვალერი ხაბურძანიამ.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge