"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე რადიო „ჯორჯიან თაიმსში“, ეკა სეხნიაშვილის გადაცემაში "დროული დიალოგი" "ევროპულ საქართველოს" პასუხობს. მისი თქმით, არ გამოდის, რომ გინდოდეს ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება და პარალელურად ებრძოდე სააკაშვილს.
"ორ სკამზე და ორ ნავში ერთდროულად ჯდომა ოპოზიციას არ შეეფერება. თუ გინდა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება, უნდა იცოდე, რომ ხარ პარტნიორი ყველა პარტიის. მათ შორის არის ისეთი პარტია, რომლის ლიდერიც არის სააკაშვილი. ეს მოცემულობა ყველამ უნდა გააცნობიეროს და აირჩიოს ერთი გზა", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge