დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

„აღმაშენებლობას კი ეპოტინება, მაგრამ ეჭვი მაქვს, „ტაკოთმშვენებულის“ ტიტულით თუ შევა ისტორიაში!“ 02.08.2020 14:49

დავით ზარდიაშვილის პოსტი:

 

პრემიერობის კანდიდატმა ჯუნიორ ვაშაძემ, თავისი „სტრატეგია აღმაშენებელი“ ვებ-გვერდიდან მთლიანად წაშალა და სამაგიეროდ, მხოლოდ საარჩევნო დაპირებებიღა დატოვა. ადრე, როცა სრული ტექსტი ედო თავისი ე.წ. სტრატეგიისა, რითიც არც მეტი, არც ნაკლები -აღმაშენებელს ეტოლებოდა, იოლად დარწმუნდებოდით, რამდენად ყეყეჩი და სულელია. მარტო ეს რად ღირს: „საქართველო რეგიონის ტექნოლოგიურ დედაქალაქად“ უნდა ვაქციოო, სიტყვა-სიტყვით რომ ეწერა! ქვეყნის დედაქალაქად გადაქცევა ვაშაძისეული „ინოვაციური“ სუპერ-მიგნება გახლდათ! მაგრამ ეგეც არაფერი, რადგან საქართველოს „გადედაქალაქებას“ რუსთავსა და ქუთისში" IT ქალაქების" აშენებით აპირებდა ეს სუპერ-ინოვაციური მოღვაწე, თანაც ისე, რომ თვითმმართველობასაც გაგვიუქმებდა, ვინაიდან, როგორც გვპირდებოდა: „IT ქალაქებს ადმინისტრირებას გაუწევს სპეციალური ორგანო, რომელიც პირდაპირ პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება“... თვითმმართველობის გაუქმებაც არაფერი, რადგან ამ ქალაქებში თურმე გამაოგნებელი საოცრება შეიქმნებოდა, აი შეხედეთ: „ისინი შექმნიან (Development) სერვისებსა და ახალ პროდუქტებს. თამაშების დეველომპენტი იქნება ერთ-ერთი ყველაზე აქცენტირებული მიმართულება“.


დიახ, რასაკვირველია! სწორედ თამაშების დეველოპმენტი - გადაარჩენს საქართველოს! ახლა, ეს სრული სისულელე წაშალა და 5 ახალი დაპირება გამოაცხო, საიდანაც ეს „ინოვაციური სტრატეგოსობა“ საპნიის ბუშტივით გაქრა და ჩევულებრივი, იაფფასიანი, ორდინალურად ნაცური სოციალური დემაგოგიაღა დარჩა! კერძოდ - დაპირება ნომერ ერთი: 300 000 ახალი სამუშაო ადგილი, საიდანაც 21 000 თურმე 3000 პატარა ზომის სასტუმროში შეიქმნება. რატომ 21 000? იმიტომ რომ თითო სასტუმროში 7 კაცი უნდა დასაქმდეს და არა 5 ან 8. ზუსტად დაუთვალა ტაკომ. აღარაფერს ვიტყვი დაპირება ნომერ ორზე: საბანკო პროცენტი 2021 წლიდან განახევრდებაო! კი მაგრამ როგორ? ალბათ ვანო ჩხარტიშვილის „ბლატით“, რომელიც მისი სიდედრის ძმაა და ნათესაური სოლიდარობის გამო, ბანკრებს ერთ დიდ თათბირს ჩაუტარებს, მაგიდაზე მუშტს დაუბრახუნებს და უბრძანებს - სასწარფოდ საბანკო პროცენტი გაანახევრეთო! ან ბანკირებს ტაკო შეულოცავს და თუ არ გაჭრა, დასწყევლის! მოკლედ, აღმაშენებლობას კი ეპოტინება, მაგრამ ეჭვი მაქვს, „ტაკოთმშვენებულის“ ტიტულით თუ შევა ისტორიაში! 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ