ბესიკ ლაგვილავას პოსტი:
რადგან ჩემმა სტატუსმა კი არა, კომენტარმა მაიკ პომპეოს ტვიტერზე კომენტარის შესახებ ამდენი რეაქცია გამოიწვია, დავსვამ კითხვას - რა ჯდება არჩევნების ყიდვა საქართველოში? როცა დავითვალე, ისეთი სასაცილო რიცხვი გამოვიდა, რომ ვიფიქრე, ხომ არ მივდგე-მოვდგე, პატარა ფული აქეთ ვისესხო, პატარა იქით სპონსორებიც დავაინტერესო და... ხომ არ "ვიყიდო" არჩევნები? იყიდე არჩევნები, შეჯექი თეთრ ცხენზე და 4 წელი შენს გემოზე ატრიალე ქვეყანა და ამ "ნაყიდი" ხალხისგან ამოიღე 10-ჯერ ან 100-ჯერ მეტი! ახლა ვიღაც იფიქრებს, მორალისტობას აპირებს არჩევნებზე გაყიდული ხმების შესახებო!მორალისტობას არ ვაპირებ!
ერთი მეგობარი მიყვებოდა, უახლოესი საპრეზიდენტო არჩევნებისას ერთმა ხეთელმა კაცმა იღადავაო, რომ ორთავემ - ხელისუფლებამ და ნაც.მოძრაობამ ჩამიდოო ჯიბეში ხმის სანაცვლოდ ქრთამი. ერთის მარჯვენაში მოვათავსე და მეორის მარცხენაშიო. პატიოსანი კაცი ვარ და თანაბრად პატივი ვეცი მათ კანდიდატებს... არც სალომე ზურაბიშვილს, არც გრიგოლ ვაშაძეს არ მივეცი ხმა... როცა საარჩევნო უბნიდან გამოვედი აქეთ ხელისუფლების კოორდინატორს ჩავუკარი მორიდების და უხერხულობის გარეშე თვალი, იქით ყოველგვარი სირცხვილის გარეშე "ნაციონალებისას", რადგან არც ერთისთვის უპირატესობა არ მიმინიჭებია, მე 62 ნომერი მქონდა შემოხაზული - გაიცინა და დაამატა - ვინმემ ხომ არ იცის ეგ ვინ არისო?! #62 კი ვინმე ნონიკაშვილი აღმოჩნდა!
მაშ რა ღირს არჩევნების ყიდვა საქართველოში? ზოგი თავში ხელს შემოირტყამს - უუუჰ, მაგას რა დათვლისო! მე დავთვლი! რატომ არის ეს საინტერესო? მხოლოდ იმიტომ, რომ აშშ-ს ელჩმა პომპეოს სიტყვების განმარტებისას პირდაპირი აქცენტები გააკეთა ქართული არჩევნების რამდენიმე ნაკლოვანებაზე და პირველი მათ შორის იყო... მოსყიდვა!(David Gadelia)! მოდი დავითვალოთ, მართლა რა ჯდება არჩევნების ყიდვა საქართველოში?
დავიწყოთ არჩვნებზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობით - 2016 წლის სპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 1 759 632 ამომრჩეველმა.
გამოვითვალოთ მისი 40% რაც წესით საკმარისი უნდა იყოს პარლამენტში უმრავლესობის მისაღებად - 703 352 ხმა.
რა დაჯდება ამ შედეგის მიღება?
1. ხელისუფლებისთვის:
საბიუჯეტო ორგანიზაციებში 200 000 ამომრჩეველი მუშაობს (კატასტროფული რიცხვია ჩვენისთანა ერთი ციდა ქვეყნისთვის!) აქედან, 90% შესაბამისი დავალების შესაბამისად მისცემს ხმას ანუ 180 000 ადამიანი.
რჩება მისაღები 523 852 ხმა.
გავითვალისწინოთ, რომ, საარჩევნოდ უწინაც მუშაობდა და ახლა კიდევ უფრო მასშტაბურად ამუშავდება არჩევნებთან მიბმული პირდაპირ ბიუჯეტიდან დაფინანსებული ე.წ. "სოციალურ გასაცემელთა" პროგრამები! ეს არის ერთჯერადი დახმარებები, მსუბუქად შელესილი დაბზარული კედლები, ბინები ლტოლვილებს, ჩამოქცეული ჭერის გადახურვა ... ბარაკებში! ეფექტურად იმუშავებს 200 000 თვითდასაქმებულისთვის დახმარების პროგრამა და ა.შ. და...ბინგოოო!
ბინგოოო!
აღმოჩნდება, რომ "პარტიული ჯიბიდან" დასაფინანსებელია მხოლოდ 300 ათასი ხმა!
რა ღირს ამომრჩევლის ხმა?
გასაოცარია, რა დაბალია ადამიანის თვითშეფასება საქართველოში!
ხშირად მიფიქრია, რატომ გადარბიან ადამიანები რუსთაველის პროსპექტზე პიკის საათებში? მოჭარბებული რისკიანობის გამო თუ...იქნებ იმის გამო, რომ დარწმუნდნენ... მათი სიცოცხლე ჩირადაც არ ღირს?!
ამომრჩევლის ხმა სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარად იყიდებოდა, მაგრამ მისი ფასი არასდროს აღემატებოდა 30 ლარს!
სასაცილოა არა? ადამიანის სული - 30 ლარად!
მოდით ამოვიდეთ ამ ფასიდან და რადგან ინფლაცია ისეთ პირველადი მოხმარების საგანსაც შეეხო, როგორიც "ამომრჩევლის ხმაა" მისი ფასიც ეტაპობრივად, როგორც ჩვენში პენსია იზრდება ავწიოთ - ჯერ 50, ხოლო შემდეგ 100 ლარამდე!
მოდით, დავამატოთ ამას ის ხალხი, ვინც ამომრჩევლამდე უნდა მიიტანოს ეს გაძვირებული ხმის ღირებულება 50-50 ლარი!
წინა არჩევნებზე ყოველი მეშვიდე ადამიანი რომელიღაც პარტიის ან მაჟორიტარის კოორდინატორი იყო! მათ შორის, პარტიების ნახევარზე მეტი და სახელისუფლებო პარტიისა ამ ნახევრის ნახევარზე მეტი! და მივიღებთ, რომ იმ ხალხის რაოდენობა, ვინც ამომრჩეველს ფული უნდა დაურიგოს (ანუ კოორდინატორების , "ბოლო დღის" კოორდინატორების არის დაახლოებით 35 000 - 50 000 ადამიანი, საშუალო თვიური ანაზღაურებით 150 -200 ლარი თვეში! სულ 10 მილიონი თვეში ანუ გახურებული არჩევნების ბოლო ორი თვის განმავლობაში 20 მილიონი ლარი!
დამეთანხმებით - ხურდაა!
ამას დავამატოთ, 300 000 "ხმაგაყიდულებზე" დასარიგებელი 50 ლარი და მივიღებთ საოცრად დაბალ რიცხვს - სულ თავი-ბოლო 15 მილიონი ლარი!
დავამატოთ ამას, კოორდინატორის "მოტეხილი ფული" და სხვა წვრილმანი ხარჯები (ტრანსპორტი, სიგარეტი...) 5 მლნ ლარი და მივიღებთ - 15+5 = 20 მლნ. ლარი!
სულ ერთად 20+20 = 40 მლნ. ლარი.
ამას კიდევ დავუმატოთ საოფისე ხარჯები, სატელევიზიო რეკლამები და ა.შ. - 15-20 მლნ ლარი და ისევ... ბინგოოო!
არჩევნების მოგება დაჯდება გაბერილი-გაბერილი 55- 60 მილიონი ლარი ანუ დღევანდელი კურსით სულ რაღაც 20 მლნ დოლარზე ნაკლები და...ისევ - " ბინგოოოო"!
4 წლით ქვეყანა შენია! შეჯექი თეთრ ცხენზე, მიიღე სერიოზული სახე, იღადავე, ილაპარაკე დამწუხრებული სახით სოციალურად შეჭირვებულ ხალხზე და ტკბილად აკეთე შენი საქმე... ცოტაც ახლობლებს დაეხმარე, აკეთებინე საქმე. მომავალ არჩევნებზე გამოგადგებიან!
ოპოზიციისთვის საქმე ცოტა უფრო რთულად არის! მას არ ყავს 200 000 საბიუჯეტო მუშაკი, მაგრამ ყავს სხვა მის დროს საბიუჯეტო სფეროში მომუშავე 200 000-დან მხარდამჭერად შერჩენილი 100 000 ამომრჩეველი, ვისაც ახსოვს ბიუჯეტიდან მიღებულის სიტკბო და სიამე და ერთი სურვილი აქვს ისევ მიუჯდეს "საბიუჯეტო კალათას"! ყავს, ასევე ხელისუფლების 50 000 იდეურად მოწინააღმდეგე, ვინც ნებისმიერ შემთხევაში მისცემს ხმას და ვისაც ხელისუფლებაში მოხერხებული პორტირებული, სწორედ ნაციონა;ლთა ძველი ხელისუფლებიდან ახალში გადაბარგებული ცინიკოსები "ნაცსექტას" ეძახიან.
რჩება მოსაპოვებელი კიდევ 500 000 ხმამდე. და აქედან გამომდინარე ხარჯი ბევრად მეტია.
გამარჯვებისთვის 80 მილიონ ლარამდე! მაგრამ... ესეც ხომ ხურდაა?!
გაიღე და მიიღე - ქვეყანა ოთხი წლით!
მით უმეტეს, მათ აქტივში არის ძველი ხელისუფლების მიერ საქართველოდან გატანილი და უცხოურ ანგარიშებზე განთავსებული თანხები და დღევანდელ საქართველოში შექმნილი არც ისე სახარბიელო სოციალური ფონი!
აი, რატომ იყო საუბარი, მაიკ პომპეოს მიერ ტვიტერზე განთავსებული განცხადების აშშ-ს საელჩოსეულ განმარტებებში "ამომრჩევლის მოსყიდვაზე"!
P.S. ეს სტატუსი ნახევრად სატირით ნათქვამი სიმართლეა!
მოქალაქეებს ვინც ხმას ყიდის მოვუწოდებ - გაზარდეთ ტარიფი! მეზობელ სომხეთში ხმას 10 000 დრამად ანუ 20$-ად ყიდიან!
ამ არჩევნებისას ამომრჩევლის მთავარ ლოზუნგად უნდა იქცეს - ღირსეული ანაზღაურება ხმის სანაცვლოდ! არც ერთი ხმა - 100 ლარზე ნაკლებად!
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge