დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

როგორი იქნება კორონაპანდემიის შემდეგ მსოფლიო წესრიგი - ვახტანგ მაისაიას ბლოგი 11.08.2020 15:56

"ჯორჯიან თაიმსი" გთავაზობთ პოლიტოლოგ და სამხედრო ექსპერტ, - ვახტანგ მაისაიას ბლოგს თემაზე: როგორი იქნება კორონაპანდემიის შემდეგ მსოფლიო წესრიგი:

 

ამ ეტაპზე ხდება აქტუალური საკითხი, თუ რა იქნება კორონა ვირუსის პანდემიის შემდეგ და რა გავლენას მოახდენს ეს უცნობი ფენომენი პოლიტიკური პროცესების განვითარებას ლოკალურ (ეროვნულ), რეგიონულ და გლობალურ დონეებზე. ნამდვილად მნიშვნელოვანია ასეთი სცენარების პროგნოზირება და განვითარების მოდელირება და გარკვეულწილად კი არის აუცილებელიც. საერთო კუთხით უნდა წარმოვიდგინოთ, უკვე ამ ვირუსის გეოპოლიტიკამ ანუ კორონა-ვირუსის გეოპოლიტიკამ უკვე შეცვალა საერთო ცხოვრების სტილი ყველა დონეზე და თითოეული პიროვნების ცხოვრების რიტმი. ამ კუთხით გამოსაყოფია ოთხი ძირითადი მახასიათებელი, რომლის ფარგლებშიც შეიძლება ამ გავლენის მოხდენის ეფექტზე საუბარია. ამათგან გამოიყოფა:


1)      პოლიტიკური მოდელი

2)      ეკონომოკური მოდელი

3)      სოციალური მოდელი

4)      ფსიქოლოგიური მოდელი


ამ ოთხი მახასიათებლის მიხედვით შეიძლება გავარკვიოთ ლოკალურ (სახელმწიფოებრივ) დონეზე განვითარების სცენარის განხილვა. ამის განხილვა შეიძლება საქართველოს მაგალითზე.


1)      პოლიტიკური მოდელი: ამ კუთხით მოსალოდნელია სიტუაციის გართულება და გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ პოსტ-პანდემიური პირობების გათვალისწინებით პოლიტიკური ვითარების საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ შემოტრიალების განხორციელება. ამას ხელს შეუწყობს საპარლამენტი არჩევნების ჩატარება და მდგომარეობის ხელოვნურად აგრივაციის შექმნის მცდელობა;


2)      ეკონომიკური მოდელი: რათქმა უნდა პოსტ-პანდემიას შეიძლება მოყვეს საკმადო დიდი ეკონომიკური რეცესია და სავალუტო კორიდორის გაკეთება, სადაც ლარის ფლუქტუაცია იქნება გარდაუვალი და უმუშევრობის ზრდა, რასაც გამოიწვევს ეკონომიკური სისტემის რეფორანტირება;


3)      სოციალური მოდელი: ამ კომპონენტის ფარგლებში სიტუაცია შეიძლება საკმაოდ მივიდეს კრიტიკულ მდგომარეობამდე, და თუ არ მოხდა სერიოზული სოციალური რეფორმების განხორციელება, თანაც „შოკური თერაპიის“ მსგავსი ნაბიჯების გადადგმა სოციალური გადანაწილების სფეროში. შეიცვლება უშუალოდ სოციალური ბაზრის სტუქტურა და პრიორიტეტი მიენიჭება უფრო მეტად მაღალ-ტექნოლოგიურ პროფესიებს;


4)      ფსიქოლოგიური მოდელი: აი აქ განსაზღვრულია სოციალური ფსიქოზის  და ფსიქოლოგიური აშლილობის მცირე „პანდემია“, რომელიც გამოწვეული იქნება კარანტინის პერიოდში დაგროვილი ფარული ფსიქოლოგიური უარყოფითი მუხტების აკუმულირებასა და მისი ფართო მასშტაბების ამოფრქვევის აუცილებლობაში. ყურადღება გასამახვილებელია კრიმინოგენური სიტუაციის სავარაუდო კუთხით გაზრდისა და აგრესიული გარემოს შექმნით, ისიც მოკლე პერიოდში.


რაც შეეხება გლობალური დონის ფარგლებში, პროცესების ანალოგიური პარამეტრებით (მახასიათებლებით) ფუტუროლოგიური სცენარის ფორმატში დახასიათებისას შეიძლება გამოიყოს შემდეგი:


            პოლიტიკური მოდელი: სიტუაცია მსოფლიო წესრიგის პირობებზე უცილობელ გავლენას მოახდენს და შეიქმნება სამპოლუსიანი ანუ ტრიპოლარული წესრიგი, სადაც მთავარი გეოპოლიტიკური გავლენის ცენტრის იქნება: ჩინეთი, აშშ და რუსეთი. შესაძლებელია განვითარდეს გარკვეული სახის დეზინტეგრაციული პროცესები გარკვეულ სახის რეგიონებში და გაიზრდება საერთაშორისო ტერორიმზის საფრთხე. დაახლოებით შესუსტდება საერთაშორისო დონის ორგანიზაციების მნიშვნელობა და დროებით შეიძლება შესუსტდეა გლობალიზაციის პროცესი. ამ სამ გავლენის ცენტრს შორის გამწვავდება გეოპოლიტიკური ურთიერთობები;


            ეკონომიკური მოდელი: პოსტ-პანდემიის გლობალური ეკონომიკაში მოხდება „დიდი დეპრესიის“ სცენარის განვითარება და ენერგეტიკული უსაფრთხოების მოწყვლადობის პროცესი. შესაძლებელია მყარი სავალუტო ერთეულების შესუსტება და ამავე დროს, ამან შეიძლება მოახდინოს სტიმულირება მაღალ-ტექნოლოგიური ინოვაციების და პროექტების. შესაძლოა შეიცვალოს „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ ეკონომიკური წესრიგის პირობები და უფრო მეტად გეოსიციალური ორიენტაციის ფორმატის მიიღოს;


            სოციალური მოდელი:  ამ მხრივ პოსტ-პანდემიური სიტუაცია უფრო წავალ ნაციონალიზმის კუთხით და შესაძლოა მიიღოს ცივილიზაციური ფენომენის წარმოჩენის ტენდენცია, რაც იქნება სიახლე უშუალოდ ეთნიკური და ნაციონალური იდენტურობის პარამეტრების რეფორმატირებისთვის. გლობალური სოციალიზაციის ფენომენი შეიძლება წავიდეს უფრო მეტად ინტეგრირებული სცენარისკენ, სხვადასხვა სოციუმების გაერთიანების ხარჯზე. არა გამორციხული სამუელ ჰანტინგტონის „ცივილიზაციათა შეჯახების“ თეორია არ იყოს ისეთი ქიმერული და მითიური;


            ფსიქოლოგიური მოდელი: ამ მოდელის ფარგლებში შეიძლება განვითარდეს საინტერესო მოვლენები, დაწყებული ფსიქოლოგიური ნევროზით გლობალუ დონეზე და ყველა ქვეყანაში განვითარდეს ერთი და იგივე სინდრომები, შემდეგ კი კიდევ უფრო მეტი სოციალური ადაპტაცია და გაერთიანების სურვილი რომელიმე სპეციალიზირებული მიმართულების ფარგლებში, მაგალითად, გარემოს დაცვის მიმართულებით. გაიზრდება მისტიფიკაციის და „შეთქმულების თეორიის“ მსგავსი მითების გავრცელების ტენდენცია, ამის პარალელურად კიდევ უფრო განმტკიცდება რელიგიური რწმენის განმტკიცების პროცესი.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ