დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

„მიშამ უკვე დაამტკიცა, რომ ამეების შესრულება უმაღლეს დონეზე შეუძლია! დაავალე მიშას და გქონდეს მისი იმედი!“ 15.09.2020 20:31

ჯაბა ხუბუას პოსტი:
დაავალე მიშას
ხარ ბიზნესის ან დიდი ქონების პატრონი, უცებ ღამის 3 საათზე გაგიჩნდა დაუოკებელი სურვილი, რომ მთელი ცხოვრების ნაშრომ-ნაჯაფარი 1 ლარად აჩუქო სახელმწიფოს და არ იცი, როგორ გააკეთო ეს?
დაავალე მიშას!
გაინტერესებს, არის თუ არა შესაძლებელი საპროტესტო აქციის ალყაში მოქცევა იმდაგვარად, რომ ვერცერთმა მომიტინგემ შეძლოს გაქცევა, ყველა გაკოჭონ, თითოეულს გაუსწორდნენ, რამდენიმე გაკოჭილი ცემით მოკლან და ცხედრები მაღაზიის სახურავზე გადამალონ?
დაავალე მიშას!
გინდა, შენი უდანაშაულო ოჯახის წევრი ან ახლობელი გაიტაცონ, ბათუმის ზღვაში კატერით გაიყვანონ, შუბლში ტყვია გლიჯონ, ცხედარს ბეტონის ნაჭერი მოაბან და ზღვაში ჩაძირონ?
დაავალე მიშას!
გინდა, ნახო მთელი სახელმწიფო სისტემა, პროკურატურით დაწყებული და პრეზიდენტით დამთავრებული, როგორ ორკესტრირებულად მუშაობს იმისათვის, რომ ძალოვანი მაღალჩინოსნების მიერ წამებით მოკლული უდანაშაულო ახალგაზრდის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულდეს?
დაავალე მიშას!
გაინტერესებს, როგორ არაადამიანურად ბღავის და არაამქვეყნიურ ხმებს გამოსცემს მაგიდაზე პირქვე დაკრული მამაკაცი, რომელსაც რეჟიმის მიერ 35 ლარად დაქირავებული ჯალათი აუპატიურებს?
დაავალე მიშას!
გსურს, ქვეყანამ კიდევ დაკარგოს ტერიტორიები?
დაავალე მიშას!
მიშამ უკვე დაამტკიცა, რომ ამეების შესრულება უმაღლეს დონეზე შეუძლია!
დაავალე მიშას და გქონდეს მისი იმედი!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ