დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

„რაში გადაყარეთ ასობით ათასი ლარი?“ 15.09.2020 21:44

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე აგრძელებს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშის გამოქვეყნებას და ქართულ ოპოზიციას კითხვით მიმართავს:
სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიში საინვესტიციო კლიმატის შესახებ.
3 ნაწილი
"მთლიანობაში, ბიზნესის და ინვესტიციების გარემო კარგია. თუმცა ზოგიერთი კომპანია გამოხატავს მზარდ თვითდაუჯერებლობას სასამართლო სისტემასთან მიმართებაში, შესწევთ თუ არა მათ უნარი დროულად და კომპეტენტურად მიიღონ გადაწყვეტილებები კომერციულ საქმეებთან დაკავშირებით. ამასთან, ზოგიერთი საქმე წლობით რჩება სასამართლო სისტემაში. სხვა კომპანიები უკმაყოფილებას გამოხატავენ მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილებების არაეფექტიანად მიღების, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის, ეფექტიანი ანტიმონოპოლიური პოლიტიკის უქონლობის, ეკონომიკური კანონების შერჩევითი გამოყენების გამო. საქართველოს მთავრობა აგრძელებს მუშაობას ამ პრობლემების გამოსასწორებლად. მიუხედავად ამ დარჩენილი პრობლემების არსებობისა, საქართველო რეგიონში მოწინავე ადგილს იკავებს, როგორც ბიზნესის წარმოების კარგი ადგილი."
როგორც ხედავთ, ნაკლოვანებებსაც ვთარგმნი, არ ვტოვებ, თუმცა ანგარიშში ეს ხარვეზები არაა საგანგაშოდ წარმოდგენილი და სახელმწიფო დეპარტამენტი ბიზნესს საქართველოში ინვესტიციების გაკეთებასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევს. არ ვიცი მთლიანად თარგმნას გულს დავუდებ თუ არა, თუმცა ჯერ-ჯერობით გაგრძელებას ვაპირებ, ასეთივე მცირე დოზებით. არ მიკვირს, რატომ აიგნორებენ ის ძალები ამ ანგარიშს, რომლებსაც უარყოფითი შეფასებების მოლოდინი ჰქონდათ. რაში გადაყარეთ ასობით ათასი ლარი?

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ