ოპოზიციური პარტიებმა - „ევროპულმა საქართველომ“, „ნაციონალური მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ერთიანი საქართველომ“ და „გირჩმა“ მართლმსაჯულების სისტემაზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
როგორც ხელმომწერები აცხადებენ, შეთანხმება გულისხმობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ, მართლმსაჯულების სისტემის რეალური დამოუკიდებლობისა და მისდამი ნდომის გაზრდის მიზნით, უამრავი რეფორმის განხორციელებას.
შეთანხმება სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება.
„პოლიციის დეცენტრალიზაცია და შს მინისტრისთვის საპოლიციო ფუნქციების ჩამოცილება. თვითმართველობის ფარგლებში არჩევითი შერიფების ინსტიტუტის შემოღება, სადაც შერიფი იქნება პასუხისმგებელი ყველა ტიპის დანაშაულთან ბრძოლაზე, გარდა ისეთი დანაშაულებისა, რომელთა მასშტაბიც სცდება მისი ტერიტორიული კომპეტენციის ფარგლებს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ბიუროს შექმნა; პროკურატურა – ნაკლებად მძიმე დანაშაულზე დაზარალებულისთვის უფლების მიცემა აირჩიოს მისი ინტერესების სასამართლოში დამცველი. დაზარალებულის ინტერესის დამცველი კი შეიძლება იყოს სახელმწიფო პროკურორი ან ადვოკატი, რომელიც ასეთ შემთხვევაში შეასრულებს ბრალმდებლის ფუნქციას, პროკურატურისთვის გამოძიებაზე ზედამხედველობის ფუნქციის ჩამოცილება და მხოლოდ სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილების დატოვება, ანტიკორუფციული პროკურატურის შექმნა. სუს-ი – სუს-ის დაშლა და მისი პოლიტიკური პოლიციის ფუნქციის გაუქმება, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა“, – ნათქვამია შეთანხმების ტექსტში.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge