დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6788

EUR 2.8583

ნინო ბურჯანაძე ნორმალური არჩევნების ჩატარებას ითხოვს 16.09.2020 14:21

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მისი გუნდი მზად არის იბრძოლოს პარლამენტში სერიოზული წარმომადგენლობით შესასვლელად.

 

არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ამდენი ადამიანის ნაწვალებს, ჩვენი და ჩვენი უამრავი მომხრეების წლების ნაბრძოლს ვინმეს მოვაპარინებთ და გავაყალბებინებთ,ჩვენ გვინდა სამართლიანი, წყნარი არჩევნები, მოგვეცით ნორმალური არჩევნები! ჩვენ მივიღებთ იმ შედეგს, რაც სამართლიანად იქნება დადებული ჩვენი ამომრჩევლის მხრიდან“,- ამის შესახებერთიანი საქართველოსლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პარტიის ცენტრალური შტაბის გახსნის პრეზენტაციაზე ისაუბრა.


როგორც პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, პარტიის ცენტრალურ საარჩევნო შტაბს ირაკლი ჭყოიძე უხელმძღვანელებს. საარჩევნო შტაბის სპიკერი ბექა პეტრიაშვილი იქნება. თბილისის ორგანიზაციას ოთარ თავართქილაძე უხელმძღვანელებს, მამუკა აჩბა კი რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელი იქნება. საერთაშორისო და არასამთავრობო როგანიზაციებთან ურთიერთობის მიმართულების თამარ ზურაშვილი უხელმძღვანელებს, ქეთევან ზაქარეიშვილი კი სამართლებრივი და საარჩევნო საკითხების მიმართულების ხელმძღვანელი იქნება.

 

საარჩევნო ფონდს აკაკი კიკვაძეიქნება, სარევიზიო სამსახურს კი დავით ეხვაია.

 

მანუჩარ ომანაძე წარმომადგენელი იქნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ნიკა პეტრიაშვილი კი ახალგაზრდებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი იქნება.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ