დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

სერგი კაპანაძე: „ქართული ოცნება“ ფულს ბიუროკრატიას ახმარს 16.09.2020 14:58

სერგი კაპანაძის განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ კრიზისის დროს, ხელისუფლებას შეემცირებინა ბიუროკრატიული ხარჯები და ის სოციალური დახმარებებისაკენ გადაემისამართებინა, შტატგარეშე მოსამსახურეებისა და ბიუროკრატიული ხარჯების რიცხვი გაზარდა.

 

გასაჯაროვდა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევა, თუ როგორ იხარჯება და იფლანგება ჩვენი ფული საჯარო უწყებებში. ამ კვლევის შედეგები შემაშფოთებელია და ეხება სწორედ იმას, რაზეცევროპული საქართველოწლების განმავლობაში საუბრობს, რომ არის საჭიროება, რადიკალურად შემცირდეს სამთავრობო ხარჯები. ეს ფული უნდა დარჩეს ეკონომიკაში და მოხმარდეს ხალხს და არა დაქირავებულ, შტატგარეშე მოსამსახურეებს.

 

როგორც აღმოჩნდა, წლიდან წლამდე საშუალოდ 12%-ით იზრდება შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურება სახელმწიფო უწყებებში. ეს ნიშნავს იმას, რომქართული ოცნებანაცვლად იმისა, რომ ფული ზოგავდეს და ხალხს ახმარდეს, ამ ფულს ახმარს ბიუროკრატიას და თავის პარტიულ აქტივს,“- აცხადებს ევროპული საქართველოსსაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ სერგი კაპანაძე.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ