დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

კახა კუკავა: სერიოზული დიალოგი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე კომიკურია 16.09.2020 16:44

„თავისუფალი საქართველო“ ყოფილი სახელისუფლებო პარტიების შეთანხმებას არ შეუერთდება.

 

კახა კუკავას თქმით, დოკუმენტის იდეა და მისი შინაარსი კეთილშობილურ მიზნებს ემსახურება, თუმცა არსებობს ერთი უმთავრესი გარემოება.

 

„არსებულ იდეას მივესალმები, რომელიც: მართლმსაჯულების, სასამართლოს, პროკურატურისა და პოლიციის რეფორმირებას ითვალისწინებს, თუმცა ამავე დოკუმენტზე ხელმომწერი ადამიანების უმრავლესობას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ისინი თავად არიან დამნაშავეები ამ სისტემის დამახინჯებაში. აქედან გამომდინარე „თავისუფალი საქართველო“ აღნიშნულ დოკუმენტს ხელმოწერით არ შეუერთდება. ეს იგივე იქნებოდა, რომ ჯაბა იოსელიანთან გაგვეფორმებინა მემორანდუმი კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ან ანალოგიური მემორანდუმი შევარდნაძესთან გაგვეფორმებინა, რომელიც არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული.

 

მიგვაჩნია, რომ ის პარტიები, რომლებმაც დღემდე ვერ მისცეს ობიექტური შეფასება გირგვლიანის მკვლელობას, 7 ნოემბrისა და 26 მაისის სასტიკ დარბევას, ასევე პატიმრების წამებას საქართველოს ციხეებში, მათთან ერთად სერიოზული დიალოგი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე კომიკურია“,- განაცხადა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ.

 

შეგახსენებთ,  რომ დღეს, ოპოზიციურმა პარტიებმა: „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ